• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინისტრმა 95 წამში სამჯერ მოიტყუა” – ფაქტ-მეტრი

ალია ავტორი - ალია
02:10 11-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ფაქტ-მეტრი მასალას ავრცელებს, რომელიც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხება:

2021 წლის 19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის მიხეილ სააკაშვილი გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს. საყურადღებოა, რომ სიტყვით გამოსვლისას რატი ბრეგაძემ რამდენიმე არასწორი და მანიპულაციური განცხადება გააკეთა.

მტკიცება 1: პატიმარი სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული

ვერდიქტი: ტყუილი

ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი მასალებიდან გამოიკვეთა, რომ პატიმრობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი არაერთი უფლება დაირღვა.

ამ დრომდე მას არ ეძლევა საშუალება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვაში პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს. საქმის განხილვის პროცესში ბრალდებულის მონაწილეობის შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული უფლებაა. სახალხო დამცველის მიერ 16 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესში უშუალო მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის მიმართ, ზემოხსენებული მუხლებით აღიარებული უფლება ირღვევა (აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ასევე, სააკაშვილის უფლების დარღვევაზე მიუთითებს 11 ნოემბერს გავრცელებული კადრები, რომელშიც სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში მოტყუებით და იძულებით გადაყვანაა ასახული (აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება 2: მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა, სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის თაობაზე

ვერდიქტი: მანიპულირება

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილებაში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის მხარეებისგან, 24 ნოემბრის ჩათვლით, ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით შემოიფარგლა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა რომ სტრასბურგის სასამართლომ კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არის მანიპულირება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო ჯერჯერობით ინფორმაციის მიღების და შესწავლის ეტაპზეა და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში – მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მიიღებს (აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება 3: დესტრუქციულ ოპონენტებს, ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრო, მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი უკვე 50 დღე არის რაც შიმშილობს. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, თავად იუსტიციის მინისტრიც, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის რეჟიმის დარღვევაზე აპელირებდა. ამასთან, საყურადღებოა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის რეჟიმის დარღვევაზე განცხადებების გაკეთების დრო, სააკაშვილის მიერ სამედიცინო დანიშნულებით საკვები დანამატების მიღებას პირდაპირ ემთხვევა. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ. მათი განცხადებები ერთის მხრივ, უბიძგებს პატიმარს, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს – პროტესტის უფრო მკაცრ ფორმებს მიმართოს, ხოლო მეორეს მხრივ, ქმნის საშიშს პრეცედენტს, რამაც შესაძლოა, სახელმწიფო სისტემის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეამციროს და მომავალში პატიმრების მხრიდან სამედიცინო პერსონალთან თუ პენიტენციურ სისტემასთან თანამშრომლობის შანსი შეამციროს (აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია) .

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მიერ გარკვეული საკვების მიღების კადრები გაასაჯაროვა. აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლება აღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

უფრო ადრე, 16 ოქტომბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. სახალხო დამცველი განცხადებით, „მათ [ხელისუფლებამ] იმდაგვარი ფორმით გაასაჯაროვეს გარკვეული დეტალები, რაც არც ვიცი, შეესაბამება, თუ – არა სიმართლეს, მაგრამ ნიშნისმოგებით, ცინიკური თუ დამცინავი ფორმით, პრაქტიკულად, აიძულეს პატიმარი, კიდევ უფრო მკაცრ ფორმებზე გადასულიყო შიმშილობის. როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ამას ისმენს პატიმარი და შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმაზე გადადის, რა თქმა უნდა, გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ხელისუფლებასაც“.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო 50 დღის განმავლობაში თითქმის ყოველთვის აპელირებენ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის რეჟიმის დარღვევაზე. სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებები, პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები პატიმარს შიმშილობის უფრო მკაცრი ფორმისკენ და სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის შეწყვეტისკენ უბიძგებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება არის მანიპულაცია, რადგან თავად მისმა და მისი გუნდის ქმედებებმა გამიწვია პატიმრის მიერ შიმშილობის უფრო მკაცრი ფორმის არჩევა. შესაბამისად, მოცემულ კონტექსტში, პოლიტიკური ოპონენტების დადანაშაულება ისეთ ქმედებებში, რომელსაც თავადაც იყენებენ, არის ოპონენტების დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

თეგები: რატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved