ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:
“მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლონელი ტურისტის დაჭრა. ზოგადად, ნებისმიერი ინციდენტის მიმართ ტურისტული ინდუსტრია სენსიტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანია რეაგირება და ძალიან მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ნებისმიერი დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და “საპარტნიორო ფონდმა” ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები”
შეგახსენებთ, 5 ივლისს ხეთაგუროვზე ტურისტი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები