• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინისტრები მიდიან და მოდიან, ანიტა რაჭველიშვილი კი ერთია და უნდა იმღეროს საქართველოსთვის, ჩემთვის უნდა იმღეროს, თქვენთვის უნდა იმღეროს, ხალხისთვის და არა მინისტრისთვის” – ასმათ ტყაბლაძე

ალია ავტორი - ალია
20:00 03-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

„ალიას“ ესაუბრება მსახიობი, რესტორატორი ასმათ ტყაბლაძე.

– რას ელოდებით კულტურის ახალი მინისტრისგან, თეა წულუკიანისგან?

– რაც გააკეთა იუსტიციის სამინისტროში, იგივეს გააკეთებს აქაც, მაგრამ რამდენად იცის კულტურა, აზრზე არა ვარ, რამდენად იცის თეატრი, ოპერა, ბალეტი, სახვითი ხელოვნება, მუსიკალური ხელოვნება – რაც არის კულტურა, იცის, ეს რა არის? თუ მარტო მენეჯმენტი შეუძლია? არ ვიცი ჯერ. ენამოსწრებული კი არის ისე, ვალში არ რჩება არავის.

– კულტორის ხელოვნების კოდექსის შექმნას აპირებს, როგორც თავად დაანონსა ერთ-ერთი მოადგილის წარდგენიასას. არის ასეთი კოდექსის შექმნის საჭიროება?

– კანონი არის მთავარი, კანონი თუ არ სრულდება და კანონიერად თუ არ იქცევა ხელისუფლებაც და მოქალაქეც, ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. ჩემი რჩევა იქნება, კულტურის სფეროებიდან რამდენიმე კაცი შეაგროვოს და ჰკითხოს მათ, რა ხდება კულტურაში. რა არის სწორი, რა არ არის სწორი, რა სჯობია. მარტო თავად რომ ჩამოაყალიბოს და დაადგინოს, ეგ ეგრე არ არის, უნდა იცოდეს. თეატრში, მაგალითად, რა კანონი უნდა იყოს, ეგ იცის თეატრის რეჟისორმა, მსახიობმა, თეატრმცოდნემ,  გარედან რთულია. თორემ, საერთოდ, კანონი ყველგან უნდა იყოს და თეატრსაც სჭირდება თავისი კანონი, მაგრამ მის შედგენაში უნდა იყვნენ ჩართულნი კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც იციან თეატრი და თუ არიან ასეთი კომპეტენტური ადამიანები დარჩენილი – არ ვიცი.

– განსხვავებულ აზრზეც ისაუბრა და თქვა, გავიგებ საიდან მოდის ეს განსხვავებული აზრი და იმასაც გავიგებ, უფასოა, თუ არაო – ეს როგორ წარმოგიდგენიათ? მოისმინეს განსხვავებულ აზრს და ვინც ეს აზრი თქვა, მასზე გამოძიებას დაიწყებს, დაიბარებს და პირდაპირ ჰკითხავს, თუ?

– მე ასე გავიგე, რომ აინტერესებს საწინააღმდეგო აზრი და რატომ არის ეს საწინააღმდეგო აზრი, ეგაც აინტერესებს, იქნებ სწორია და გასათვალისწინებელია? მე როგორც წესიერმა ადამიანმა, გავიგე ასე, რომ აინტერესებს, რას იტყვიან, რა შენიშვნა აქვს, რა იქნება სწორი, მოუსმენს – და არა ის, რომ დასაჯოს. თუ დასაჯა, მაშინ არ ყოფილა კულტურის მინისტრი. თუ დასჯას აპირებს ეგ საშინელებაა, როგორ შეიძლება საწინააღმდგო აზრის დასჯდა, უნდა აუხსნა, დაელაპარაკო, კარგი უნდა გაუკეთო… ვნახოთ, რას იზამს, რა უდევს თავში, ხომ არ ვიცით. რა წუთშიც არასწორად მოიქცევა, პირველი მე ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რა არის კულტურა, მსახიობი ვარ, მუსიკის პედაგოგიც ვარ, ოპერაც ვიცი, თეატრიც. თუ რამე შეეშლება, მაგასა ვიტყვი და თუ კარგს გააკეთებს – მაგასაც. ღმერთმა ქნას, რომ ცუდი არ გააკეთოს, უკვე დავიღალე ამდენი ცუდით. მოეფეროს უნდა კულტურის ხალხს. მკაცრი ხელი ყველაფერს სჭირდება, მაგრამ მკაცრი ხელი დიქტატურაში არ უნდა გადავიდეს, სასიკეთოდ უნდა იმუშაოს.

– მოისმენდით, როგორ უპასუხა მინისტრმა წულუკიანმა ანიტა რაჭველიშვილს…

– ანიტა რაჭველიშვილმა როგორც გაიგო წულუკიანის ნათქვამი განსხვავებულ აზრზე, მე ისე არ გამიგია, მე სხვანაირად გავიგე, როგორც ზემოთ ვთქვი. მინისტრები მიდიან და მოდიან და ხვალ შეიძლება აღარ იყოს წულუკიანი კულტურის მინისტრად, ანიტა კი ერთია და უნდა იმღეროს საქართველოსთვის, ჩემთვის უნდა იმღეროს, თქვენთვის უნდა იმღეროს, ხალხისთვის და არა მინისტრისთვის. ვინ არის მინისტრი? არ არის სწორი. ჩვენთვის უნდა იმღეროს. ზოგი ოპერაში საერთოდ არ დადის, არ აინტერესებს საერთოდ, მე მიყვარს, მიყვარს ანიტაც, მიყვარს იმიტომ, რომ კარგი მომღერალია, კარგი ხელოვანი, მინდა მოვისმინო, ვინ არის ჩემთვის მინისტრი, ვინც გინდა იყოს, ჩემთვის მთავარია, ხელოვანი და არა მინისტრი.

– თქვენ თქვით, რომ უნდა მოეფეროს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მინისტრი, თუმცა, აი, პირველივე განსხვავებულ აზრს, ანიტა რაჭველიშვილის კომენტარს უპასუხა დამცინავად და არც თუ ისე თბილად – სწორია ასეთი მიდგომა?

– არ შეიძლება ასეთი საუბარი, ჯიბრით არც ხელოვანი უნდა საუბრობდეს და არც მინისტრი. ჯიბრი საზიზღრობაა და ჯიბრით არანაირი სიკეთე არ გამოდის. ჯიბრით რა გამოვა? 30 წელია ჭიდაობენ, მერე? რამე სიკეთე მოუტანა ამან ქვეყანას? არაფერი.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ანიტა რაჭველიშვილიასმათ ტყაბლაძეთეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved