ვარკეთილში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მანქანას მინები აქვს ჩამსხვრეული და სისხლიანია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
სავარაუდოდ, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილი, ექსპერტ-კრიმინალისტებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები