“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და სახლიდან ერთვება ტვ პირველის ეთერში, ამბობს:
“ტესტმა აჩვენა დადებითი. მივწერე რომ კორონა მაქვს, კარანტინში ვარ, გადადეთ სხდომა, ბოლო სიტყვის თქმის საშუალება მომეცით-თქო, სიკვდილმისჯილებს აქვთ უფლება ბოლოს სიტყვის… მომწერეს არზა, რომ არ შეუძლიათ სხდომის გადადება… კი მინდოდა მივსულიყავი, არ მეთქვა რომ მქონდა, ერთი დამეცხიკინებია და გადამედო ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისთვის… რა თქმა უნდა ეს ხუმრობით, მაგრამ აი, რა დავადებაც მაგათ გადადეს საქართველოს, ის დაავადება უნდა მოვგუდოთ, ამოვწვათ – ეს დავადება არის უიმედობა, სოციალური სიღატაკე, დაავადების გამავრცელებლები უნდა იზოლირდნენ.”
კომენტარები