• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მინდა ვკითხო არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელი მოთხოვნაა შესრულებული, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?” – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:08 08-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
483

“მინდა ვკითხო არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელი მოთხოვნაა შესრულებული? საზაფხულო არდადგები მთავრდება, სექტემბრიდან ევროკავშირი გადავა მისი პირობების შესრულების პროცესის განხილვაზე და მაინტერესებს, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?”– ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე ხელშესახები სიკეთეა, რომლითაც 2017 წლიდან ვსარგებლობთ, და რომლის მოპოვებსაც 11 წლიანი სისტემატიური შრომა და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება დასჭირდა. საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო ჯერ გამარტივებული სავიზო რეჟიმის, შემდეგ კი, უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარება. მსოფლიოს 195 სახელმწიფოდან, მსგავსი პრივილეგია-ანუ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება აქვს მხოლოდ 60 ქვეყენის მოქალაქეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გარდა პრაქტიკული მოხერხებულობისა საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველომ, მიიღო რა უვიზო რეჟიმი შენგების ქვეყნებთან, ჩვენ გადავინაცვლეთ წარმატებულის სახელმწიფოების შემადგენლობაში, რომელსაც ეს პრივილეგია ეკუთვნის.
უვიზო მოგზაურობის შანსს, თან მოყვა ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა დროებითი დასაქმების სქემები, სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ მარტივად გამგზავრება ევროპის ქვეყნებში.
დღეს, ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, რომ ეს მრვალწლიანი შრომით მოპოვებული შესაძლებლობა დავკარგოთ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე შეიზღუდა, როდესაც ევროკავშირმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს გაუუქმა უვიზოდ ევროკავშირსი მოგზაურობის უფლება. მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი პირველად სწორედ დიპლომატიური პასპორტებისთვის იქნა შემოღებული.
საზოგადეობას უნდა შევახსენოთ, რომ 31 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც ევროკომისიამ მისცა საქართველოს არალეგიტიმურ მმართველ რეჟიმს, კონკრეტული 8 პუნქტიანი პირობების შესასრულებლად.
ქვეყანაში სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოს ყველა მოქალაქის თავისუფალი ასოციაცისის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების დაცვა, პირადი სივრცის უფლების უზრუნველყოფა და დისკრიმინაციისთან დაცვა.
ე.წ. გამჭვირვალეობის, რუსული კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს სწორედ ამ უფლებებს და ასევე ყველა იმ კანონის გაუქმება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების დასაცავად.
ანტი-კორუფციული ბიუროს რეფორმა და მისი საქმიანობის შესახებ კანონმდებლობლობის შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის დასკვნებთან.
ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიაინი სტრატეგიის შემუშავება და კორუფციასთან სისტემური ბრძოლა.
პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.
მესამე ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შესაბამისობაშ მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთა.
დღეს, 12 აგვისტოს, მინდა ვკითხო არალეგიტიმურ რეჟიმს, რომლის ე.წ. მინისტრთან კაბინეტმა გუშინ რაღაც მოგონილ ‘ევროკავშირთან ურთიერთობების სამოქმედო გეგმაზე’ იმსჯელა და მორიგ ჯერზე სიცრუის მანქანის მეშვეობით ხალხის მოტყუებას ცდილობს, რომ თითქოს ცდილობს შეასრულოს ასოცირების შეთანხმების პირობები, მეორეს მხრივ საკუთარ დუგინის ჩინური ვერსიის მსგავსი პროპაგანდისტის შათირიშვილის ეპისტოლეებით, ატყუებს, რომ ევროპა თურმე აღარ წარმოადგენს არაფერს ღირებულს-მინდა ვკითხო, რომელი მოთხოვნაა აქედან შესრულებული და რომელით მოთხოვნის შესრულებას გეგმავთ? საზაფხულო არდადგები მთავრდება, სექტემბრიდან ევროკავშირი გადავა მისი პირობების შესრულების პროცესის განხილვაზე და მაინტერესებს, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?
ანტიკორუფციული ბიურო ისევ პოლიტიკური დევნის ინსტურმენტია, არც ერთი რუსული კანონის გაუქმება არ იგეგმება, სასამართლო კლანი კონვეირული რეჟიმით უშვებს ხალხს ციხეში აქციებში მონაწილეობისთვის, შსს სამინისტრო კი ასევე კონვეირული წესით ბეჭდავს ჯარიმებს აქციებში მონაწილეობისთვის. მაინტერესებს რომელი მოთხოვნის შესრულებას გეგმავს ეს რეჟიმი და ეს უნდა აინტერესებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არ უნდა, რომ რამდენიმე თვეში გააგდონ იმ პრივილეგირებული ქვეყნების პასპორტების მფლობელების სიიდან, ვისაც უვიზოდ შეუძლია ევროპაში მოგზაურობა. ვისაც არ უნდა, რომ რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მსგავსად, ოცენბად გაუხდეს ვროპაში სამოგზაურო, სასწავლებელი, სამკურნალო თუ სამუშაო ვიზის აღება. ვისაც არ უნდა, რომ მორიგ ჯერზე უთხრან, რომ წარმოადგენს წარუმატებელ, შეუმდგარ ქვეყანას, რომლის მოქალაქესაც უვიზოდ ცივილიზებულ ქვეყნებში არავინ უშვებს.
უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის კიდევ ერთი დაკნინება, რომელზეც სრულად იქნება პასუხმსგებელი ივანიშვილი და მისი არალეგიტიმური რეჟიმი. ამიტომ ამ რეჟიმს დროულად უნდა მოვთხოვოთ
პასუხი, რას აკეთებენ დღეს, რომ ხვალ ეს სავალალო შედეგი არ დაგვიდგეს.“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
(R)
თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved