• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა ტყვეობიდან გთხოვოთ – არ მიატოვოთ ჩემი ძაღლები” – მიშა კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:00 03-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ცხოველთა უფლებადამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი:

მინდა აქედან, ჩემი ტყვეობიდან, ხმა მივაწვდინო თითოეულ თქვენგანს. თქვენ იცით, რომ ჩემთვის ბრძოლა — ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის, ღირსებისთვის და იმ არსებებისთვის, რომლებსაც საკუთარი ხმის ამოღება არ შეუძლიათ.
დღეს ჩემი გული მათთანაა — ჩემს ასზე მეტ ერთგულ ძაღლთან და კატასთან. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ჩემი დასაყრდენი, ჩემი უპირობო სიყვარულის წყარო. ახლა, როცა მე ფიზიკურად მათ გვერდით ყოფნა და მათი მოვლა არ შემიძლია, ისინი დარჩნენ ბედის ანაბარა.
მინდა ყველამ იცოდეთ ეს ცხოველები ჩემი ოჯახის წევრები არიან. მე მათ საკუთარი ხარჯებით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ვუვლიდი წლების განმავლობაში. ახლა, როცა მე იზოლაციაში ვარ, ასზე მეტი სიცოცხლე დღეს თქვენს იმედათაა. მათ სჭირდებათ საკვები, მოვლა და ის სითბო, რასაც მე აქედან ვერ ვაწვდი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავისუფლება შეზღუდულია, ჩემი პასუხისმგებლობა მათ წინაშე უცვლელია. მე არასდროს მითქვამს უარი სხვის დახმარებაზე, არც ფინანსურად და არც მორალურად. დღეს კი მე გთხოვთ თქვენ — დაუდექით გვერდით ამ უცოდველ არსებებს.
ნუ მისცემთ უფლებას ჩემს მიმართ ანგარიშსწორებას, გაანადგუროს ის, რაც ამდენი შრომითა და სიყვარულით შევქმენით.
გთხოვთ, არ მიატოვოთ ჩემი ძაღლები. ისინი ჩემი ნაწილია.
მადლობა და
მალე შევხვდებით თავისუფლებაზე! 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved