მადლობა ქართველ ერს, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, როგორები ვართ – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ განაცხადა.
მეუფეს თქმით, ის გზა, რომელიც ვნების შვიდეულში ქართველმა ხალხმა გაიარა იყო გოლგოთას გზა.
“აი ეს გზა, რომელიც ბოლო კვირას, ვნების შვიდეულში ჩვენ გავიარეთ, გოლგოთის გზა, დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით.
მე მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, ქართველ ხალხს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს. რომელმაც აჩვენა, ჩვენ, ქართველები, რანაირები ვართ. ჩვენ, ქართველებს, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა,”- თქვა მიტროპოლიტმა.
კომენტარები