• რეკლამა
  • კონტაქტი
12:15, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ ხალხს – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:09 05-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

მინ­და მივ­მარ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე ეთა­მა­შოთ თქვენ ხალ­ხს, ჯერ და­ი­წყო ფრე­ნე­ბი, ვი­ღა­ცე­ბი და­დი­ან, გვე­უბ­ნე­ბი­ან და გვიხ­სნი­ან, თუ რამ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ ეს ფრე­ნე­ბი აღ­დგა. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა , – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ის ფაქ­ტი რომ დღეს, სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წვე­რის ქორ­წი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი „ყვარ­ლის ტბა­ზე“ არ გა­ი­მარ­თე­ბა, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

“მე ვიცი, რომ დღეს, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლია და შე­მიძ­ლია ვთქვა, მეც. ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით 26 მა­ისს და თუ 26 მა­ისს ვა­პი­რებთ, რომ რა­ღაც მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი, პატ­რი­ო­ტუ­ლი სი­ტყვე­ბით გა­მო­ვი­დეთ და ამ დროს, სულ სხვა რამ ხდე­ბო­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს სა­სა­ცი­ლოა, თუ არა, სა­ტი­რა­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ ამა­ზე პა­სუ­ხი არც სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბაა და არც უი­მე­დო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ ამ დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენტზე, საკ­მა­ოდ გა­მი­ჭირ­და და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ მი­ვი­ღე ბო­ლოს პი­რო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­დან, რომ წა­სუ­ლე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ის ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც აპი­რებ­დნენ დღეს ქორ­წი­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის გა­დახ­დას და ქორ­წი­ლი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა დღეს. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თგვა­რი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე იყო გავ­რი­ლო­ვის ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლა, მაგ­რამ ეს არის ერთი ინ­ცი­დენ­ტი და ამით პრობ­ლე­მა არ იხ­სნე­ბა.

მინ­და მივ­მარ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე ეთა­მა­შოთ თქვენ ხალ­ხს, ჯერ და­ი­წყო ფრე­ნე­ბი, ვი­ღა­ცე­ბი და­დი­ან, გვე­უბ­ნე­ბი­ან და გვიხ­სნი­ან, თუ რამ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ ეს ფრე­ნე­ბი აღ­დგა. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის, თუ რა­ნა­ი­რად უნდა და­იც­ვას თა­ვი­სი ღირ­სე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და არა­ვის სა­ჩუქ­რე­ბი არ სჭირ­დე­ბა არა­ვის­გან და პირ­ველ რიგ­ში იმ ქვეყ­ნის­გან, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მუდ­მი­ვი ოკუ­პან­ტია არა დღეს – გუ­შინ, გუ­შინ­წინ. არ შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია იმ ომი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა წე­ლი­წა­დი და 3 თვეა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყო, არ შე­იძ­ლე­ბა, ამ პი­რო­ბებ­ში ითა­მა­შო ხალ­ხის ნერ­ვებ­ზე. ამ ქვე­ყა­ნას, ამ ხალ­ხს გავ­ლი­ლი აქვს უკვე ყვე­ლა­ფე­რი და ჩვენ კარ­გად ვი­ცით ყვე­ლა­ფე­რი, ამ ხალ­ხს გაფრ­თხი­ლე­ბა და დაც­ვა უნდა. ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი წილი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და რო­გორც ვთქვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიღ­წე­ვაა, რომ ეს ხალ­ხი დღეს წა­ვი­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამა­ზე მეტი არ შე­უძ­ლია.

მეც მაქვს ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არის, ვიყო სა­და­რა­ჯო­ზე, რომ სი­ტყვა, რო­მე­ლიც დამ­რჩე­ნია, ის სი­ტყვა ყველ­გან გა­მო­ვი­ყე­ნო, სა­დაც სა­ჭი­როა. დღეს აქ, ხვალ ბრი­უ­სელ­ში და სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ეს ქვე­ყა­ნა იყოს თა­ვის ად­გი­ლას, სა­დაც მას ეკუთ­ვნის. ცხა­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მთავ­რო­ბას თა­ვი­სი ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზღვა­რი იყოს და­ცუ­ლი. რას ნიშ­ნავს, არ ვი­ცო­დით ვინ შე­მო­ვი­და, რას ნიშ­ნავს, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი და თან რო­გო­რი სან­ქცი­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შვი­ლი, იმ წრი­დან, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ პუ­ტი­ნის წრეა, ჩა­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში და არ ვი­ცით? გუ­შინ არ იცოდ­ნენ თურ­მე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­სუ­ლი იყო, დღეს არ იცი­ან, რომ შე­მო­დი­ან რუ­სე­ბი რო­გორც უნ­დათ და სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, საჩ­ქა­როდ შე­მო­ი­ტა­ნონ – ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რო­გორ მუ­შა­ობს ეს სან­ქცი­ე­ბი, ის სი­ე­ბი, ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის, თუ რო­მე­ლი პი­რე­ბი არი­ან სან­ქცი­რე­ბუ­ლი და ამ სი­ე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ სა­ზღვარ­ზე, რომ არა­ვინ შე­მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც სან­ქცი­რე­ბუ­ლია. ეს მი­ნი­მუ­მი დაც­ვაა ამ ქვეყ­ნის, რო­მე­ლიც ისე­დაც თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე­თი საფრ­თხის ქვე­შაა და სა­ჭი­როა, უფრო მე­ტად და­ცუ­ლი იყოს, ვიდ­რე ის ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რად შორს არი­ან და ბევ­რად და­ცუ­ლი. ეს ევა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved