აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, კოვიდ 19-ისგან ყოველ დღე შეიძლება დაიღუპონ და ესაა არჩევანი, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
ჯო ბაიდენი:
“ახლა, როდესაც ვაქცინების მარაგი გვაქვს, ყურადღება გამახვილებული გვაქვს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი ამერიკელი დავარწმუნოთ, ვაქცინა გაიკეთონ. თუ ამაში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ამერიკელები სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ ცხოვრების ნორმალური რეჟიმისკენ.
ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით 20-30 წლის ასაკის, ფიქრობს, რომ ვაქცინა არ სჭირდება. მინდა, მათ გარკვევით ვუთხრა, თქვენ გჭირდებათ ვაქცინაცია”
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული 105 მილიონი ზრდასრული ამერიკელია, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 56%-ს შეადგენს.
კომენტარები