• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა გითხრათ ისეთ მუქარებზე, როგორიცაა კადიროველების ღორის ტყავში გახვევა და დაცინვებზე, რომ მათ უნდა აჭამოთ სალა და დაათროთ არყით …”-არესტოვიჩი

ალია ავტორი - ალია
17:55 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

„მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს. არ აურიოთ ერთმანეთში ჩეჩნები და კადიროველები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ძმებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მათ, ვინც გვეხმარებიან ფინანსურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს.

„მსურს, დღეს გესაუბროთ ისეთ მუქარებზე, როგორიცაა კადიროველების ღორის ტყავში გახვევა და დაცინვებზე, რომ მათ უნდა აჭამოთ სალა და დაათროთ არყით და ა.შ. პირველ რიგში,  ამით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ მსოფლიოს ყველა მუსლიმს, მათ შორის მათ, ვინც ეხმარება უკრაინას. მერე მეორე, ამით შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს თანამებრძოლებს, უკრაინელ მუსლიმებსა, თუ სხვა ეროვნების მუსლიმებს, რომლებიც თქვენთან ერთად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, მათ შორის ჩეჩნებიც. ამიტომ, მოდით გავარჩიოთ ჩეჩნები კადიროველებისგან და მოდით, შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ მუსლიმებს მათი რელიგიური მრწამსის გამო, ან იმ რაღაცებით, რაც მათი რწმენისთვის მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმის გამო, რომ გადავწყვიტეთ, ვაწყენინოთ კადიროველებს. მათ უნდა ვებრძოლოთ საბრძოლო ველზე. მათთვის რელიგიურ ნიადაგზე დარტყმა, ეს ჩვენი საქმე არაა.

კავკასიურ ანდაზას გეტყვით, ამბობენ, ეს ჩეჩნური ანდაზა არისო: “კაცი ის კი არ არის, ვინც ბრძოლა იცის, კაცი ისაა, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის მისი მტერი”. მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს. არ აურიოთ ერთმანეთში ჩეჩნები და კადიროველები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ძმებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მათ, ვინც გვეხმარებიან ფინანსურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად. და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ნახევარ მილიარდ ადამიანს, რომელსაც ისლამის სწამს. არ გინდათ ამის გაკეთება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved