• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა გიამბოთ მის თავდადებულ ცხოვრებაზე…” – რას წერდა პატრიარქი მამა იოაკიმეზე – როდის და სად შესძლებს ხალხი მამა იოაკიმესთან გამოთხოვებას?

ალია ავტორი - ალია
15:00 07-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
870

არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი 93 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

13 წლის წინ, 2008 წლის 18 მაისის საკვირაო ქადაგებისას, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა იოაკიმეზე ბრძანა:

„ახლა მინდა გიამბოთ ერთი ადამიანის თავდადებულ ცხოვრებაზე. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი მამა იოაკიმე (ასათიანი), რომელსაც სულ ახლახანს 80
წელი მეუსრულდა. მე მამა იოაკიმეს სოხუმიდან, აფხაზეთიდან ვიცნობ და მუდამ მაკვირვებდა მისი თავდადებული მოღვაწეობა. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო და ამ დროს ჩვენ ვცდილობდით ეკლესიები გაგვეხსნა, აგვემოქმედებინა … კერძოდ, ბედიის მონასტერი და სხვები. ამის გამო მამა იოაკიმე დააპატიმრეს კიდეც; ბევრი აწვალეს და მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს; მაგრამ, მადლობა ღმერთს, მამა იოაკიმე დღესაც ეხმარება ხალხს, ეხმარება ეკლესიას, ეხმარება საპატრიარქოს. 80 წლისაა იგი და თითქმის მთელი 80 წელი გრძელდება მისი მოღვაწეობა ეკლესიის კეთილდღეობისათვის. დღეს მინდა აღვნიშნო მისი ღვაწლი და მას საჩუქრად მივართვა ვერცხლის თასი. ღმერთმა დალოცოს მამა იოაკიმე და ღმერთმა მისცეს მას კიდევ მრავალი წელი მომავალი მოღვაწეობისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაიხაროთ. თქვენ კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებთ საქართველოსთვის.“

მამა იოაკიმეს სამძიმარი გაიმართება სიონის ტაძარში დღეს, 30 ივლისს 18.00 საათიდან.

ხვალ 14.00 საათიდან გადაასვენებენ მცხეთაში და დაკრძალავენ მცხეთის სამთავროს მონასტერში.

 “ალია” უსამძიმრებს არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანის ოჯახს, ახლობლებს, მრევლს.

თეგები: არქიმანდრიტი იოაკიმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved