• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიმიფურთხებია იმ მთავრობისთვის, რომელიც 7 000 სტუდენტს სპეკულაციურ დარგში დასაქმების მეტს ვერაფერს სთავაზობს” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
18:01 07-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,816

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

მრცხვენია, რომ ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანაში ენერგიითა და ხალისით აღსავსე ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი “ევოლუშენ გეიმინგია”!
იცით, რას წარმოადგენს ეს კომპანია?
“ევოლუშენს” დილიდან საღამომდე ახალგაზრდები ჩაკეტილი ჰყავს ბნელ ოთახებში, სადაც ისინი კამერების წინ კარტს ჩეხავენ, სხვადასხვა აზარტულ თამაშებს წარადგენენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კი (განსაკუთრებით ქვეყნებიდან, სადაც კაზინოები აკრძალულია) მოთამაშეები ინტერნეტით ერთვებიან და თავინათ ჟინს იკმაყოფილებენ.
მოსაწყენ, არაშემოქმედებით, დროის პარაზიტად ქცეულ და საკმაოდ რთულ (მუშაობის დროს მკვეთრი მოძრაობის უფლება არ გაქვს, გაშეშებული უნდა იყო, ვინმემ რაიმე არ უნდა იეჭვოს) შრომაში სტუდენტები მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, ღამეების თენება, ლექციების გაცდენა, წელში გაწყვეტა სჭირდებათ იმისთვის, რომ ნორმალური ხელფასი გამოიმუშავონ.
ამასობაში, 7000 ჩვენი თანამოქალაქის შრომის ხარჯზე თავად კომპანიის მოგება მილიარდს უკანუნებს. მიუხედავად ამისა, “ევოლუშენი” არც ხელფასების მომატებას აპირებს, არც შრომის სტანდარტების დაკმაყოფილებას და ტრადიციულ ფრაზას იყენებს ყველა კითხვაზე პასუხად:
“არ გინდა? წადი!
სუპერმარკეტებზე უკეთესი ხელფასი ხომ გვაქვს! რა გინდათ მეტი?”.
ველური კაპიტალიზმის ცინიზმს დასაქმებული სტუდენტები გაფიცვით პასუხობენ!
სრული სოლიდარობა გაფიცულ თანამშრომლებს!
მიმიფურთხებია იმ სისტემისა და მთავრობისთვის, რომელიც 7 000 სტუდენტს სპეკულაციურ დარგში დასაქმების მეტს ვერაფერს სთავაზობს და იქაც კი ვერ ახერხებს მათთვის ღირსეული ხელფასისა თუ სამუშაო პირობების უზრუნველყოფას!
19 საათზე სოლიდარობის ნიშნად ხალხი მექანიზაციის ქუჩა N2-ში იკრიბება, M დიდუბესთან!

“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მასშტაბური აქცია – რას ითხოვენ გაფიცულები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved