• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს ციხეში არასწორი მედიკამენტებით მკურნალობდნენ – ცენტრ “ემპათიას” სკანდალური დასკვნა

ალია ავტორი - ალია
15:57 12-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

მიხეილ სააკაშვილს ციხეში არასწორი მედიკამენტებით მკურნალობდნენ – სკანდალური განცხადება ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მედიკოსები არამართებულად ასმევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რამაც მის ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა იქონია.

მარიამ ჯიშკარიანი პასუხებს იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს. ის მომხდარს პაციენტის სამედიცინო უფლებების შეზღუდვად და ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებად აფასებს.

“იკვეთება როგორც მინიმუმ, არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება. ეს ეხება დაწყებული რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას. ეს საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა. საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს მოუწევს, პასუხი გასცეს სტრასბურგში, თუ რატომ იქნა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები დანიშნული საკმაოდ მაღალი დოზებით, როდესაც გაიდლაინით მას არ ესაჭიროებოდა ამ პრეპარატების დანიშვნა. ამან გამოიწვია შემდგომში ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი, რომლის მომსწრეც ჩვენ გავხდით პირველი ვიზიტისას გორის ჰოსპიტალში”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე თვიანი ინტენსიური მკურნალობაა საჭირო.

“მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა. ეს გახლავთ პოსტ ტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი მოვლენები. ყველანაირი გაიდლაინების მიხედვით, ამ დიაგნოზებს სჭირდება 4-8 კვირის განმავლობაში მკურნალობა მინიმუმ, პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობას 3-თვიანი მკურნალობის რეჟიმი გაიდლაინით და პროტოკოლის მიხედვით. ასევე, ვერნიკეს სინდრომს ესაჭიროება მკურნალობა 2-3 თვე”, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელს და მის მიერ ორგანიზებული ალტერნატიული კონსილიუმის ექიმებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ელოდებიან. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved