„გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასე უპასუხა მედიის კითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი საჭირო ქართულ პოლიტიკაში:
„პირველი და მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელზეც დღეს ხელს ვაწერთ, პარლამენტში არ შევა არავინ, თავისთავად, ვინც ხელს მოაწერს. შეიძლება გამონაკლისი იყოს. არ ვიცი, ყველა ვართ თუ არა ამაზე ჩამოყალიბებული. იქნება საკმაოდ მკაცრი პროტესტი კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას” დავანიშნინოთ ვადამდელი ხელახალი არჩევნები…
მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთსულოვნება, რომელსაც შევინარჩუნებთ ნებისმიერ ფასად. ასევე, საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. დარღვევების ის მასშტაბი და ფაქტები, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, მიწოდებული იქნება მათთვის და მათ სრული სურათი ექნებათ.
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, იმიტომ, რომ მას თავისი გავლენა და რესურსები გააჩნია, 26% მიიღო მისმა პარტიამ. ოპოზიციური ერთობა ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული”
კომენტარები