• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა კიდევ უფრო კვალიფიციური პერსონალის პირობებში რომ არ მოხდეს, იგი გარდაიცვლება“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:42 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„თუ შეწყდება შიმშილობა რეაბილიტაციის პროცესი აუცილებლად უნდა იყოს შესაბამის კლინიკაში, მაღალკვალიფიციური მომსახურების პირობებში და ასევე უსაფრთხოების სრული დაცვით“ – ამის შესახებ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უახლოეს საათებში, რადგან მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„მიხეილ სააკაშვილს უკვე დაკლებული აქვს 25 კილოგრამი, მას პრაქტიკულად, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს უკვე კალიუმთან დაკავშირებით, მისი დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.7 და 2 არის უკვე ის მაჩვენებელი, რომელზეც ვითარდება ინფარქტი ან ინსულტი. დღეს მას ჩემს შესვლამდე ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, ძალიან მაღალი წნევა, შესაბამისად, ყოველი საათი მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოებრივად და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აღსრულდება მას, შემდეგ რაც ხელისუფლება შეასრულებს არა მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ნამდვილად არ სცდება“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ახლა გადამწყვეტი იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება.

„ხელისუფლებას თუ სასიკვდილო განაჩენის კიდევ ერთხელ გამოტანა უნდა მიხეილ სააკაშვილისთვის, ის ამას გააკეთებს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა უკვე განაცხადა მზაობა შიმშილობის შეწყვეტისთვის, თუმცა ეს არის სრულიად სამართლიანი დათქმის პირობებში. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა კიდევ უფრო კვალიფიციური პერსონალის პირობებში რომ არ მოხდეს, იგი გარდაიცვლება. რეაბილიტაციის პროცესის მართვა ძალიან რთული პროცესია, გრამაჟობით ხდება უკვე დამატება საკვების მიცემა, მცირე ცვლილებაც რომ მოხდეს, შეიძლება დაუყონებლივი სიკვდილი დადგეს. ამიტომ ხელისუფლების პასუხი ამაზე ადეკვატური თუ არ იქნება, ეს იქნება საბოლოო სასიკვდილო განაჩენი მიხეილ სააკაშვილისთვის. მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის ფაქტი ამ ქვეყანაში გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს, რაც იქნება ხელისუფლების დაგეგმილი და ასევე პროვოკაციებიც იქნება, რომ პროცესები განვითარდეს უმძიმესი სცენარით. მიხეილ სააკაშვილი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ლიდერი, იღებს გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისევ იღებს მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved