• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის მაგნიტსკის სიაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა – ბილ ბროუდერის ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
18:47 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

მაგნიტსკის სიის ავტორის ბილ ბროუდერის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაგნიტსკის სიაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა.

ამასთან დაკავშირებით ბროუდერმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, სიაში შევლენ ადამიანები, რომლებიც დადასტურებულად ჩართული იყვნენ მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეში. ბროუდერის ინფორმაციით, მტკიცებულებების მოგროვების შემდეგ, ის დოკუმენტებს აშშ-სა და სხვა ქვეყნების მთავრობებს გადასცემს.

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. როგორც გავიგე, ის პერიოდულად გონებას კარგავს და მისი ჯანმრთელობა უარესდება. წონა იკლებს და არსებობს საბაბი ვიფიქროთ, რომ ის კვდება საქართველოს მთავრობის პატიმრობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის გათავისუფლდეს და გაემგზავროს სამკურნალოდ. რა თქმა უნდა, მაგნიტსკის სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ პროცესში და საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ის არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და თუ ის მოკვდება ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები მთავრობისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმეში. სიაში შეყვანილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების მიხედვით ჩართული იყვნენ მიხეილს სააკაშვილის წამებაში, მისთვის სამედიცინო დახმარების უარის თქმაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული სია, რომელიც დაფუძნებული იქნება მტკიცებულებებზე. როგორც კი ამ მტკიცებულებებს მომაწვდიან, მე ვიმუშავებ აქტიურად, რომ ისინი მივაწოდო ამერიკისა და სხვა ქვეყნების მთავრობებს, რათა ეს ადამიანებიც დაამატონ მაგნიტსკის სიას”, – თქვა ბილ ბროუდერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved