„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საყოველთაო ამნისტიის ინიციატივით გამოდის:
„წარმატებებს ვუსურვებდი ქალბატონ თაკოს, მაგრამ, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ხსენება დიდი ამნისტიის კონტექსტში არის ამ იდეის გაფუჭება. თუ ამ ხალხის გამოშვება გვინდა, უფრო მარტივ გზას ვასწავლი ქალბატონ თაკოს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, მერე გამოჩნდება გზა, როგორ უნდა გავათავისუფლოთ ეს ორი ადამიანი. დიდი ამნისტიისთვის საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ, რომ თავის დაჭერილ ხალხს არავინ არ გაუშვებს დიდი რაოდენობით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები