• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:06 12-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს.

„მინდა, მივმართო ყველა ექიმს და ექთანს, საერთოდ მთლიანად მედპერსონალს. დიდი მადლობა თქვენი კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის.განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო, სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს, პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის.

ვამაყობ, რომ ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ახალი კლინიკების შექმნაში. ჩემი შემდეგი გეგმა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენს ექიმებს შეძლებოდათ, ასევე, სამედიცინო ტურიზმის მიღება და ხელფასების მკვეთრი ზრდა ამის ხარჯზე.

დღეს ბევრ ექიმს და ექთანს, რამდენიმე ადგილას ერთდროულად უხდება მუშაობა. წელზე ფეხს იდგამენ, ოღონდ ოჯახები როგორმე არჩინონ. ახლა კოვიდთან დაკავშირებული 50% დანამატი მაინც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე და ესეც რომ დასრულდება, საერთოდ რა ეშველებათ თუ ფუნდამენტალურად არ შეიცვალა სიტუაცია, მე არ ვიცი…

თუნდაც აქ, გორის ჰოსპიტალი, ჩემი გულისთვის მთლიანად დახურეს, ოღონდ თბილისში მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადავეყვანე – რის შედეგადაც, პაციენტების რაოდენობა და მედპერსონალის ნაწილის ხელფასი შემცირდა.

მე მინდა, მათ ამ მთავრობის ნაცვლად მოვუხადო ბოდიში. იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved