საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, გამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს ტერიტორია, პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინ, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება.
კომენტარები