• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხაილ როთი – სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს

ალია ავტორი - ალია
11:55 11-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ გამოძიება [ჩატარდეს] – სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ისინი მოითხოვენ ინდივიდუალურ სანქციებს, იმათ მიმართ, „ვინც პასუხს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე, დაშინებაზე აგებს“.

„ჩვენ ვართ მაღალი რანგის პარლამენტარები, 8 სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ოჯახიდან. შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია მიეკუთვნება ჩემს პარტიულ ოჯახს – ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, ჩვენ წევრობა შევწყვიტეთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ ძალზე შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნებით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის საიდუმლოება არ იყო უზრუნველყოფილი. მიმდინარეობდა ფართოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა და განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ და საქართველოს მასმედიის განცხადებებმა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ გამოძიება ამ სერიოზული განაცხადებისა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება არ შეიძლება არ იყოს უზრუნველყოფილი, ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ. სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე, დაშინებაზე აგებს. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, მან ფასი უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა როთმა.

როგორც როთმა განმარტა, თუ ანტიევროპული ტრაექტორია და ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა გაგრძელდება, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება.

„ჩვენ უნდა გავიხილოთ ყველა ინსტრუმენტი და ასევე, უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც, მაგრამ ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ჩვენ ყველა დოკუმენტები/ინსტრუმენტები უნდა დავდოთ მაგიდაზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.

თუ გაგრძელდება ანტიევროპული ტრაექტორია და არ მოხდება გაუქმება, მაგალითად: „რუსული აგენტების კანონისა“ და ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა გაგრძელდება, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან. თუ თქვენი მთავრობა გეუბნებათ, რომ ერთი მხრივ, ხდება წნეხი სექსუალურ უმცირესობაზე და მეორე მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ეს არ არის მართალი.

ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავიწყოთ გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი, არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას და მთავრობას სურვილი არ ჰქონდათ, რომ ჩვენ მივეღეთ, ეს არის გულდასაწყვეტი იმიტომ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია. თუ ერთმანეთს არ ვეთანხმებით ერთად დავსხდეთ და გავუზიაროთ ჩვენი აზრები ერთმანეთს, ეს არის ევროპული არსი და ამიტომაც აქ ვიმყოფებით“, – განაცხადა როთმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved