პოლიტიზირებული სასამართლო – ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც არასამთავრობო სექტორი ყურადღებას ამხვილებს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრეს, რაც მართლმსაჯულების პოლიტიზირებაზე მიუთითებს.
ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირდაპირ თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულვებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტებს და აჭიანურებენ პროცესებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლემა ყველა იმ მოსამართლის ვინაობა ჩამოთვალეს, ვინც აღნიშნულში იღებენ მონაწილეობას.
დასახელდა “ოცნების” ცრუ მოწმე პოლიციელებისა და იმ პროკურორების ვინაობაც, რომლებიც დაკავებული დემონსტრანტების სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობენ
არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 500-მდე, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 44 პირი დააკავა. სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიდან 38 იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულთა შორის 10 სტუდენტია და ერთი ქალი ჟურნალისტია. 2024 წლის აპრილი-მაისის აქციების დროს სახელმწიფომ 10 პირი დააკავა, აქედან ორი მათგანი თავისუფალია: ერთი – საპროცესო შეთანხმების, მეორე – პრეზიდენტის შეწყალების გამო, ხოლო დანარჩენები კვლავ ციხეში რჩებიან.
სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულვებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტებს, დაუსაბუთებელი და უკანონო ჩხრეკის პრაქტიკას, აჭიანურებენ პროცესებს და აერთიანებენ ბევრი დაკავებულის საქმეს. გარკვეულ შემთხვევებში დარბაზის ინფრასტრუქტურის გამო შეუძლებელია დაცვის უფლების სათანადო განხორციელება, დაკავებული ერთ შემთხვევაში უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად, დაინტერესებული პირები, მათ შორის დაკავებულთა ოჯახის წევრებიც კი ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომაზე დასწრებას”- აცხადებენ მესამე სექტორში.
მოსამართლეები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ:
- ქეთევან ჯაჭვაძე
- თამარ მჭედლიშვილი
- ირაკლი ხუსკივაძე
- ლელა მარიდაშვილი
- დავით მგელიაშვილი
- ნანა შამათავა
- დავით კურტანიძე
- ლევან ყოლბაია
- არსენ კალატოზიშვილი
- თეონა ეპიტაშვილი
- ნინო სახელაშვილი
- ნინო თარაშვილი
- ლელა კალიჩენკო
- გიორგი გელაშვილი
- ზვიად შარაძე
- ნათია გუდაძე
- ნატო ხუჯაძე
პროკურორები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეეში მონაწილეობენ:
- ვაჟა თოდუა
- შმაგი გობეჯიშვილი
- გიორგი მუკბანიანი
- ნუგზარ (ნუკრი) ჭიტაძე
- თამარ იაკობიძე
- როინ ხინთიბიძე
- ანი ხუბეჯაშვილი
- ვლადიმერ თურმანიძე
- თორნიკე გოგეშვილი
- პაატა ცეცხლაძე
პოლიციელები, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეებში ცრუ მოწმეებად გამოდიან
- უჩა ჭულუხაძე
- ზაურ მიქაძე
- რევაზ ბიჩენოვი
- თენგიზ ჩიტიშვილი
- გიორგი კალანდაძე
- ნინო მელაძე
კომენტარები