• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიიყენა თვითდაზიანება, ძალადობას ადგილი არ ჰქონია” – მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის საქმეზე პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]

ალია ავტორი - ალია
11:20 05-07-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას და კამერების ჩანაწერს აქვეყნებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა ბასილაძეს მიმართ “რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება”.

“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.

ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს – კლინიკა „ვივამედში“.

2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.

2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved