• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიდით ზემდგომებთან და აიმაღლეთ ხმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში – თადარიგის სერჟანტის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
11:54 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ემიგრაციიდან მხარდაჭერას უცხადებს შეიარაღებული ძალების თადარიგის სერჟანტი გიორგი კუხალეიშვილი.

მითხარით, რატომ აკეთებთ იმას, რაც პუტინს უხარია? თქვენ ის არა ხართ, ვინც პუტინს ებრძოდით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი ეს ადამიანი იყო – მიმართავს კუხალეიშვილი თანამებრძოლებს და მოუწოდებს, თავიანთ ზემდგომებთან ხმა აიმაღლონ, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება და გადაარჩინონ ქვეყნის მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. 

“მივესალმები ჩემს თანამებრძოლებს, პოლიციელებს და ყველას, ვისაც ფორმა აცვია. გეკითხებით თქვენ, ბატონებო, ვინ იყო ის ძალა, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო 1990-იან წლებში, როდესაც ჩვენი ხელით მოვკალით ქვეყნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია – ეს იყო რუსეთი. ვინ არის ძალა, რომელიც ძალიან ბედნიერია, როდესაც ხედავს, რომ ჩვენ ისევ ვკლავთ ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს? – ეს არის პუტინი. მაშინ მითხარით, რატომ აკეთებთ ამას, რატომ აკეთებთ იმას, რაც პუტინს უხარია? თქვენ ის არა ხართ, ვინც პუტინს ებრძოდით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი ეს ადამიანი იყო. ღირსეულად ვებრძოდით, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ვიბრძოდით დაუღალავად. ბევრმა ჩვენგანმა დავკარგეთ ძმა, ნათესავი, ოჯახის წევრი, სხეულის ნაწილები დავკარგეთ, მაგრამ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიები, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე .

დღეს რა გვჭირს ადამიანებო, როდესაც ხედავთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს იგივე ძალა კლავს, და ამის თანამონაწილეები ვხდებით და ხმას არ ვიღებთ?! დღეს არ არის მიკიბულ-მოკიბული საუბრის დრო. თქვენი პირდაპირი მოვალეობაა და შეასრულეთ ეს მოვალეობა, გადაარჩინეთ მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მიდით თქვენს უფროსებთან, თქვენს ზემდგომებთან და აიმაღლეთ ხმა. დაუფიქსირეთ პოზიცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში”,- ამბობს გიორგი კუხალეიშვილი 

წყარო: მთავარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved