• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – “ნაციონალებმა” – რობერტ სტურუა

ალია ავტორი - ალია
11:12 10-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

“მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – ნაციონალებმა,” – ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

“სიმწარე! საქართველოს ნელ-ნელა ივიწყებს მსოფლიო: აღარ ახსოვთ ეს საოცარი მხარე ვის ეკუთვნოდა, აღარც “თბილისო” რას ნიშნავს ავიწყდებათ, “მილიონ, მილიონ ალიხ როზ” ვიღაც რუს მხატვარზე ჰგონიათ, საქართველო პოეტების მხარე რომ იყო, ეღიმებათ – პასტერნაკის ლექსი მოგვწონსო: ცვეტ ნებესნი, სინი ცვეტო” ქართული მაფიას და ბინის გატეხის ოსტატებს კი ხედავენ, მაგრამ ქალაქ ატლანტას ჯორჯიელები ჰგონიათ. რუსთაველის ბრწყინვალე ქალებს და შეუდარებელ რაინდებს არაბეთის და ინდოეთის გმირებად აღიქვამენ, კინოს აღარ ამჩნევენ, თეატრს ზრდილობიანად თავს უქნევენ, პოლიტიკაზე კი სიცილის კონვულსიები ემართებათ, გენიალური ხალხური მუსიკა მოსწონთ როგორც გადასული დროის, ჩვენ წელთაღრიცხვამდე შექმნილი შედევრები.

მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – ნაციონალებმა. საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან! ერთი კია – ქართული რესტორნები! მრავლდებიან და მრავლდებიან! ქართული კერძები! მართალია, ზოგიერთი სამხრეთის მეზობლებმა მიითვისეს! მაგრამ ეს არაფერი! ესეც გაქრება და საქართველო “ფაფუ!” ამაზე სახელმწიფო ფულის გაუნათლებელი ქურდბაცაცები არ ფიქრობენ! მნიშვნელოვანი სავარძლები, აღელვებულთა მიტინგები, დატენილი ტყვიებით არჩევნები, გაუთავებელი სექს სკანდალები და GOODBYE!”, – წერს სტურუა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved