• რეკლამა
  • კონტაქტი
21:52, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მგონია, რომ გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა, გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:50 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რიყის პარკში, ოპოზიციის აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა:

„ახლა რომ გიყურებთ, მგონია, რომ გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა ის ცნობილი სტრიქონები: გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა. დროშების ფრიალს მთელი საქართველო და მსოფლიო 15 მაისს ნახავს საქართველოს ცენტრალურ მოედანზე.

მოლაპარაკებებით, ჩხირკედელაობით, პროექტების შეცვლით, ხელშეკრულებების მრავალნაირობით ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოვიდა, ამიტომ არ ვაპირებთ მხოლოდ ამ მიმართულებით სიარულს და სახალხო-საპროტესტო მოძრაობა, რომელიც წინ გველოდება დაწერს რეალურად საქართველოს ისტორიას.

100 მეტრში, თავის დროზე 100 ათასმა თბილისელმა გაწირა სიცოცხლე ჯალალედინის ბრძანებით, არ გადააბიჯა დაგდებულ, დაბლა ჩამოგდებულ სიონის ქონგურს და დაასრულეს სიცოცხლე ისე, რომ მათი დანატოვარი სიდიადე დღემდე ჩვენს გულებს ათბობს და მომავალს გვინათებს. დღევანდელმა ოპოზიციამ და აქ არის ოპოზიციური ელიტა წარმოდგენილი, ჩვენც ისეთი კვალი უნდა დავტოვოთ ჩვენი პრინციპულობით, უკან დაუხევლობით მომავალი თაობისთვის, რომ ათასი წლის შემდეგ ჩვენს შვილთაშვილებს გული გაუნათდეთ ჩვენს გახსენებაზე.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს კარგად ესმის ჩვენს კოლეგებს, რომელიც შეიძლება, იქნას მიღებული დღეს, უნდა იყოს გათვლილი საუკუნეებზე, რადგან არასოდეს საქართველოში აღარ დავუშვებთ იმას, რომ არჩევნებს აყალბებდნენ, ძალაუფლების უზურპაცია ხდებოდეს და ვიყოთ ცხვრებივით გაჩუმებული, უცხოელი დამკვირვებლები წერდნენ დასკვნებს, რომ კი იყო რაღაც დარღვევები, მაგრამ არჩევნები მაინც ლეგიტიმურია. თუ დარღვევები იყო, როგორ არის ლეგიტიმური. თუ ადამიანს კორონავირუსი აქვს, როგორ არის ის ჯანმრთელი. ეს ხომ ეწინააღმდეგება ლოგიკას. ალბათ ყველას გვახსოვს, მეგობარი ელჩის განცხადება, სულ ყალბდებოდა თქვენთან არჩევნები და რა გეტაკათ ახლა ასეთიო. ახლა ყველას ვეუბნებით, ეს აღარ მოხდება, ამას აღარ დავუშვებთ. ვიჩქაროთ ნელა და აუცილებლად დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved