• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მღვდელმთავარი საყვარელს უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი – სუს-ი? – ფაილები

ალია ავტორი - ალია
19:45 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

“ტვ პირველის” ინფორმაციით, სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლის მიერ გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა. 

მეტიც, ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტმა საყვარელს თბილისში ბინა შეუძინა და ეპარქიის ფინანსებით სარემონტო სამუშაოებიც ჩაუტარა და ავეჯიც შეუძინა. 

ისტორია ამით არ მთავრდება, სასულიერო პირს, ფაილების მიხედვით რომანი ჰქონდა მონაზონთან, რომელსაც საყვარლის თვალთვალისთვის იყენებდა: 

“ბოლო პერიოდში მიტროპოლიტი ეჭვიანობის ნიადაგზე ახორციელებს ფარულ, უკანონო მეთვალყურეობას. ამავე დროს მიეკუთვნება პოლიტიკურად მოტივირებული მღვდლების რიცხვს. ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს ბიზნესმენთან და ყოფილ მინისტრთან. წარსულში ეპარქიის დედათა მონასტრის მორჩილი დაუახლოვდა მიტროპოლიტს. ანაზღაურების სახით იღებს 1200 ლარს. მიტროპოლიტმა 2014 წელს 37 000 აშშ დოლარად ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ერთოთახიანი ბინა. ასევე ეპარქიის სახსრებით ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და შეიძინა ავეჯი, რომელთა საერთო ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს. 

მიტროპოლიტმა ეპარქიის მონაზონს და ერთ-ერთ საყვარელს დაავალა ფარული თვალთვალი. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს სამოქალაქო სამოსში გადაცმულმა მონაზონმა მის საცხოვრებელ კორპუსთან დააფიქსირა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, თუმცა თვალთვალის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან ისინი გაემგზავრნენ მანქანით. 

მიტროპოლიტმა გადაწყვიტა, მონაზვნისთვის შეიძინოს მანქანა და ფოტოკამერა, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს სრულფასოვანი თვალთვალის განხორციელება და დააფიქსიროს თვალთვალის ფაქტი. 

ფიქრობდა, თავად მიეღო თვალთვალში მონაწილეობა, თუმცა თვლის, რომ სათანადოდ შენიღბვას ვერ შეძლებს და გაიშიფრება. 

მიტროპოლიტი ღალატის ფაქტს მტკივნეულად განიცდის. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მას დაკარგული აქვს სიფრთხილის შეგრძნება. მონაზვნის დახმარებით თვალთვალის განახლებას გეგმავს მიმდინარე წლის 30 აგვისტოსთვის. ამის გათვალისწინებით, მიზანმიმართულად მიგვაჩნია, დაფიქსირებულ იქნას თვალთვალის ფაქტი, შემდგომში ოპერატიული საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით”- წერია ფაილებში.

წყარო – ტვ პირველი

თეგები: საპატრიარქოფაილები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved