• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მღვდელმა, რომელმაც დაბადების დღე ტაძარში აღნიშნა, გაფრთხილება მიიღო

ალია ავტორი - ალია
11:25 05-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
462

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის განცხადებით, გაფრთხილება მიეცა სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მარტინე ლომთაძეს, რომელმაც დაბადების დღეს ეკლესიაში აღნიშნა.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ტაძარში სადღესასწაულო სუფრის გაშლა დაუშვებელია, თუმცა „არანაკლები დანაშაულია“ ვიდეოზე მუსიკის და სხვადასხვა ეფექტის დადება და სოციალურ ქსელში ატვირთვა, რასაც სასულიერო პირის ძაგება, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა მოჰყვა.

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის განცხადებას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა,  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„სოციალურ ქსელსა და საინფორმაციო საშუალებების ინტერნეტგვერდებზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია, როგორ უხდის მრევლი სასულიერო პირს დაბადების დღეს ტაძარში ტორტით, მუსიკისა და ხმაურის თანხლებით. საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხებოდა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მარტინე ლომთაძეს. მასთან გასაუბრებისა და ვითარების გარკვევის შემდეგ, დეკანოზს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება. თუმცა აქვე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს“, — აცხადებს მიტროპოლი.

კერძოდ, მისი თქმით, დეკანოზი მარტინე ლომთაძე 15 წელზე მეტია სასულიერო პირია და ამ ხნის განმავლობაში არცერთი შენიშვნა არ მიუღია, არც რამე გადაცდომა და „უჯერო საქციელი“ ჩაუდენია, რის გამოც გაკიცხვის ან დასჯის ობიექტი გახდებოდა.

„უფრო მეტიც, რეპუტაციიდან გამომდინარე, იგი ეპარქიაში გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ღვთისმსახური. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დეკანოზი დიაბეტიანია. ამის გამო იგი არის შშმ პირი, მოკვეთილი აქვს ფეხის თითები, უჭირს გადაადგილება და თავისუფლად მოძრაობა. ტაძართან კი, სადაც მამა მარტინე მსახურობს, არ არის არც მღვდლისთვის მოსასვენებელი ოთახი ან ცალკე რაიმე ნაგებობა. სწორედ ეს გარემოებები გახდა ზემოაღნიშნული გადაცდომისა და ტაძარში სადღესასწაულო სუფრის გაშლის მიზეზი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი ყოვლად დაუშვებელი და ცალსახად გადაცდომაა. თავის მხრივ, მოძღვარიც ნანობს ამ საქციელს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც შემდეგ ამ ფაქტს მოჰყვა, არანაკლები დანაშაულია. როგორც გაირკვა, სასულიერო პირსა და მრევლს, სუფრის გაშლისა და ტორტით მილოცვის მიუხედავად, ტაძარში ღრეობა არ გაუმართავთ. ვიდეოს მუსიკა და სხვადასხვა ეფექტი სოციალურ ქსელში ატვირთვამდე დაადეს და ისე გაავრცელეს, რასაც სასულიერო პირის ძაგება, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა მოჰყვა. ეს კი არანაკლები სიმძიმის დანაშაულია, ვიდრე ტაძარში მომხდარი გადაცდომა“, — ნათქვამია ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved