ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე:
,,ეჰ! მგონი ვუბრუნდებით 20-ე საუკუნის 30-იან წლებს, როცა მძვინვარებდა რეპრესიები. მაშინ 7 წლის ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს თუ როგორ ასმენდა მოქალაქეები ერთმანეთს აგენტობის ცილისწამებით. თუ ვინმეს მოცილება უნდოდათ მასზე ამბობდნენ ის აგენტიაო.. მაგალითად ჩემი მამიდას ქმარი , როცა თავის კოლმეურნეობისგან ჩამორთმეულ ვენახის შესაწამლად შევიდა, ( რათა ვენახი არ გაფუჩებულიყო ) მეზობლებმა უჩივლეს, ცილი დასწამეს სახელმწიფოს მოღალატე აგენტიაო. მამიდას ქმარი დაიჭირეს , გადაასახლეს და მას შემდეგ არავის უნახავს. მე არ ვიცი მაშინ რაკანონი მოქმედებდა, მაგრამ ის კი ვიცი, ხალხი ამბობდა კანონიერად დაიჭირესო. აი, ასეთია ეს კანონიც ვინც პიროვნულად არ მოგეწონება ის შეიძლება მონათლო. აგენტად. . ასეხდებოდა მაშინ და ასე მოხდება ახლაც..”
კომენტარები