“[მეზობელი ქვეყნებიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნა] ეხება ევროკავშირის ინტერესებს უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ” – ასე უპასუხა “პუბლიკას” ჟურნალისტს, ევროკომისიის სპიკერმა, ანუარ ელ ანოუნიმ.
გამოცემის ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, კაია კალასის ხელმძღვანელობით შემუშავებულ ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტს.
ევროკომისიის სპიკერის თქმით, ევროკავშირს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში “რუსეთის მხრიდან სჭირდება რეალური მზაობის დადასტურება იმისა, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა”.
უმაღლესი წარმომადგენლის მიდგომა შეეხება ჩვენს ინტერესებს უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ. ევროკავშირი მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ისწრაფვის უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიული ომში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიოა მსხვერპლი და აგრესორი. მანამდე ასევე ძალიან ნათლად იყო ნათქვამი, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად ნებისმიერ გეგმას დასჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მან იმუშაოს.
ჩვენ გვჭირდება რუსეთის მხრიდან რეალური მზაობის დადასტურება იმისა, რომ ის მართლაც ესწრაფვის მშვიდობას. და ჩვენ ასევე გვჭირდება იმის დანახვა, რომ ევროპის ინტერესები გარანტირებული და წარმოდგენილია,” – განაცხადა ანუარ ელ ანოუნიმ.
- ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი.
- ცნობისთვის, დოკუმენტში ასახულია, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც შეერთებული შტატები შუამავლობით მონაწილეობს.
- დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხილვის საგანი გახდება.














კომენტარები