• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, ხუთშაბათი, 20 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეზიზღება 5 ივლისი, იცით როგორ მეზიზღება?! მარტო ტკივილი და უსუსურობა მახსენდება – მირანდა ბაღათურია

ალია ავტორი - ალია
10:38 07-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი წელი გავიდა !

ძალიან ბევრს ვფიქრობდი დამეწერა რამე თუ არ დამეწერა, მერე გავბრაზდი რატო არ უნდა გამოიყენო საკუთარი სოციალური გვერდი, კიდევ ერთხელ რაღაცის თქმისთვის თქო ,მერე მივხვდი რატო არ მინდოდა რამის დაწერა, იმიტომ რომ ამას სააგენტოები ვირუსულად გაავრცელებდნენ და ამ სტატიის ქვეშ 50 კაცი გმირს დამიძახებდა, 50 კი სამარცხვინო ადამიანს.
ეს არაფერია იმ ერთ წელთან შედარებით, რომელიც გავიდა.

მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! მარტო ტკივილი და უსუსურობა მახსენდება,
მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზზიღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად.
ერთი დღე რომ ატრიალებს ცხოვრებას და მერე სულ ამასთან რომ ხარ დაკავშირებული ასეთი დღეა,

სოციალური ქსელი პატრიარქის ფოტოებით აქვთ აჭრელებული პროფაილ სურათზე შვილიშვილების ფოტოები უდევთ და ამ დროს ისეთი სიტყვებით მლანძღავენ საერთოდ ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება იჯდე და ვინმეს მიმართ მსგავსი რამის სურვილი გაგიჩნდეს.

წერენ რომ ჩემ გამო სცემეს ლექსო ის ადამიანები ,რომლებიც ერთი წამითაც არ ყოფილან იქ ამბობენ რომ გმირი ბიჭები დავაჭერინე, რომლის დედებსაც ერთხელ არ მოუწერიათ ჩემთვის, არც მათი შვილებისთვის უკითხავთ კი მაგრამ “სამშობლოს თუ იცავდით” ამ ორმა კაცმა იმ კორპუსში შემწყვდწულებმა რა დაგიშავესო არ უკითხავთ მათი შვილებისთვის დედა რაც არ უნდა ეთქვათ და ექნათ ერთი კაცი როგორ სცემეთო არ უკითხავთ და მაინც გმირ ბიჭებს ეძახიან მათ!

ხან პროვოკატორი ვარ და ხან მაბრალებენ რომ ლგბტ სამკლაურით დავდიოდი იმ დღეს ათას სისულელეს იგონებენ რომ გაუნათლებელი მასა ჩემ წინააღმდეგ აგრესიულად განაწყონ.

ათას სიბინძურეს მწერენ და მეუბნებიან რომ ვიღაცას პუტინისტს ვეძახდი, თუმცა ამის არცერთი მტკიცებულება არ აქვთ.

არა იმიტომ რომ არ შემიძლია სამკლაური მეკეთოს ან ვინმეს პუტინისტი არ დავუძახო, არამედ იმიტომ რომ ჟურნალისტი ვარ და საკუთარ პოზიციას არ ვაფიქსირებ!

დედაჩემი ყველა კომენტარს კითხულობს,თითოეულ ადამიანზე მეკითხება ვინ არის ნებართვას მთხოვს რომ პასუხი გასცეს, რის უფლებასაც არ ვაძლევ.

რამდენს გიხდიანო წერენ გგონიათ თავს ვაცემინებთ ხალხს და მერე პრემიებს ველოდებით.

ნაწილი ნაცებზე ისეთი აჭრილია აპრიორში ნაცი ხარ მათთვის და ღირსი ხარ ყველაფრის მათ წარმოდგენაში

ვიღაცეებს აკერიათ პირზე აბა გეები გინდათ ამ ქვეყანაშიო და საერთოდ ვერ ხვდებიან რომ მე ვარ ჟურნალისტი, ანუ გაშუქებ შენც ჰომოსექსუალს, შენც ჰეტეროსექსუალს ,შენც მუსლიმს,შენც ქრისტიანს, შენც ნაცს და შენც ქოცს.

ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ რომ გაამართლონ ის რაც 5 ივლისს იმ დაწყევლილ დღეს მოხდა,

ლექსოზე შეგნებულად არაფერს ვწერ ის იქ მშვიდად უნდა განისვენებდეს, არც მის ოჯახს უნდა ამდენი ტკივილი, ჩვენი ყველა სიტყვით მათ იარას ვანახლებთ.

იცოდეთ! თქვენ ვინც ამას კითხულობთ და ამართლებთ იმას რაც მოხდა 5 ივლისს, არც ქრისტიანი არც ადამიანი და არ მოქალაქე ხარ

ცოტა შორს ვარ ამ 5 ივლისს უბრალოდ არ შემეძლო ამ დღეს ისევ იმ ქუჩებში მევლო
და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება თითქოს 53 მედიის წარმომადგენელი არ დაშავებულა თითქოს მათ ცხოვრება მთლიანად არ ამოუტრიალდათ! “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved