• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, პარასკევი, 30 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეზღუდება ინფორმაციის მიღება” – სოფია ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციას უჩივის

ალია ავტორი - ალია
14:43 07-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205
პოლიტიკოსი, სოფია ხორგუანი:
ესეც ჩემი წერილი მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც დღეს შევიტანე. როგორც ერთი მოქალაქე, ჩემს უფლებებს დავიცავ ?
გაცნობებთ, რომ შემეზღუდა წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. კერძოდ, საერთოდ ვერ ვხედავ გვერდს და შესაბამისად, ვერ ვკითხულობ ვერანაირ ოფიციალურ ინფორმაციას, რაც მხოლოდ დაბლოკვის შემთხვევაში ხდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი განამტკიცებს თითოეული ადამიანის უფლებას აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, ადამიანის ძირითად უფლებებს მიეკუთვნება და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. აზრის თავისუფლება ინფორმაციის ერთგვარი წყაროა, ხოლო ინფორმაციის თავისუფლება, თავის მხრივ, აზრის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. თითოეული ადამიანისთვის გარანტირებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ინფორმაციის თავისუფლებით პიროვნება და საზოგადოება ინფორმირებულია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ. იგი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების სერიოზული ფაქტორია.
დღვანდელ დღეს სწორედ ინტერნეტი და სოციალური ქსელი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება ადამიანებისათვის მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება მიმდინარე მოვლენებზე.
გაეროს სპეციალური მომხსნებლის მიერ გამოქვეყნებული მოხსნების თანახმად, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების პოპულარიზაციასა და დაცვაში სახელმწიფოების მიერ ინტერნეტში არსებული ინფორმაციის დაბლოკვა ან გაფილტვრის ტექნოლოგია ხშირად შეუსაბამოა გამოხატვის თავისუფლების იმ ვალდებულებებთან, რომელიც სახელმწიფოებს აკისრიათ. იგი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ან ბლოკირება, ძალზედ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ინტერნეტის მომხმარებლებზე და ხელს უშლის მათ მიიღონ ან გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ ან საზოგადოებრივად საინტერესო სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ დროს იბლოკება სოციალური ქსელის პლატფორმები როგორიცაა Twitter, Facebook და სხვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არჩევანის შესაძლებლობას, რომ პირმა ისარგებლოს გამოხატვის საშუალებათა ფართო წრიდან მისთვის ყველაზე მისაღები ფორმით.“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად“. 1976 წლის დეკემბერში ევროპულმა სასამართლომ Handyside-ს საქმეში ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო „ინფორმაციისა“ და „მოსაზრებების“ მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის. ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმისა, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“(იხ. Handyside v. the United Kingdom).
ამდენად, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების უფლების გარანტიაა, არამედ ამავდროულად საზოგადოების უფლებაა- მიიღოს ინფორმაცია (იხ. Observer and Guardian v. the United Kingdom; Guerra and Others v. Italy).
საზოგადოების მიერ ახალი ამბების ან საზოგადოებრივად საინტერესო საკითხებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს დღეს ინტერნეტი ასრულებს. სწორედ ამიტომ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ინტერნეტი, ასევე მისი საშუალებით გავრცელებული ინფორმაციაც დაცულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება). საქმეში Ahmet Yıldırım v. Turkey (https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-115705) სასამართლომ კონკრეტულ საიტზე წვდომის დაბლოკვის შესახებ იმსჯელა და განმარტა: „მართალია ღონისძიება არ წარმოადგენდა სრულ აკრძალვას, არამედ მეტწილად შეზღუდვას ინტერნეტზე წვდომაზე, რასაც ასევე ჰქონდა განმცხადებლის ვებ-გვერდზე წვდომის ბლოკირების ეფექტი. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ შეზღუდვის მოქმედება შემოფარგლული იყო, ეს არ აუფერულებს მის მნიშვნელოვნებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი დღეს არის ძირითადი საშუალება, რომლითაც ადამიანები ახორციელებენ თავიანთ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, უზრუნველყოფს რა ის პოლიტიკურ საკითხებსა და საზოგადო ინტერესებთან დაკავშირებით აქტივობებსა და დისკუსიებში მონაწილეობისთვის აუცილებელ საშუალებებს.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბლოკირების მექანიზმი ძირითადად გამოიყენება შემდეგი შინაარსის მასალასთან საბრძოლველად: 1. რასისტული, ქსენოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი; 2. ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამართლება ან მოწოდება; 3. ტერორიზმისკენ მოწოდება; 4. ექსტრემისტულად აღქმული გამოხატვები…
ცხადია, მოცემულ შემთხვევაში, ისე მეზღუდება ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რომ ამისათვის არ არსებობს არავითარი ლეგიტიმური საფუძველი. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, შეისწავლოთ და გაარკვიოთ აღნიშნული საკითხი, რათა ხელი არ შემეშალოს ჩემი კონსტიტუციით მონიჭებული უფლების რეალიზებაში.
HUDOC.ECHR.COE.INT
HUDOC – European Court of Human Rights”
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილისოფია ხორგუანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
ახალი ამბები

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

18:12 05-29-2025
„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის
ახალი ამბები

„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის

18:06 05-29-2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
ახალი ამბები

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

16:59 05-29-2025
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

16:27 05-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved