• რეკლამა
  • კონტაქტი
20:13, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს მცირედით ზრდის

ალია ავტორი - ალია
15:27 09-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,546

მევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა, ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის – როგორც ღვინის ეროვნულმა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთა კონსულტაციის შედეგად მიიღეს. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანია ჭარბ ყურძენს დაგეგმილზე ძვირად შეისყიდის. უფრო კონკრეტულად, ყველა კატეგორიის შაქრიანობის ყურძნისთვის შაქრიანობის მოთხოვნა შემცირდა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ყურძენი რომელიც აქამდე მოქმედი წესით არ ბარდებოდა ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში, ახლა ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში ჩაბარდება.

„საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება.

ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგეტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ დღეს გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

განხორციელებული ცვლილებით:

  • მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში – 1.50 ლარი (აქამდე მოქმედი წესით მაღალკონდიციურ ყურძნად 21%-ს ზემოთ მყოფი ყურძენი ითვლებოდა)
  • 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში – 1.30 ლარი; (აქამდე მოქმედი წესით მაღალკონდიციურ ყურძნად რქაწითელის ჯიშზე შაქრიანობის მინიმუმ 20% იყო განსაზღვრული.)

დაბალკონდიციური ყურძენი:

  • 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი – 1 ლარი; (აქამდე მოქმედი წესით დაბალკონდიცირებული ყურძნის მინიმალური შაქრიანობა 17% უნდა ყოფილიყო, ხოლო ფასი 90 თეთრი, შესაბამისად ფასი 10 თეთრით გაიზარდა).
  • 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი – 90 თეთრი; (აქამდე მოქმედი წესით მინიმალური შაქრიანობა 17%-ზე იყო განსაზღვრული, ხოლო შესასყიდი ფასი 80 თეთრზე, შესაბამისად ფასი 10 თეთრით გაიზარდა.)
  • 16 გრადუსზე დაბლა მყოფი ყურძნისთვის – ფასი კილოგრამზე 50 თეთრი (აქამდე მოქმედი წესით აღნიშნული ზღვარი იყო 17%, ხოლო ფასი 30 თეთრი, შესაბამისად ფასი 20 თეთრით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნა შაქრიანობის ერთი პროცენტული საფეხურით დაბლა ჩამოვიდა).

„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი – 30 თეთრი.

რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ყველა მევენახეს ექნება. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს. აქამდე დიფერენციურებული ფასები ასეთი იყო:

საფერავი:

  • კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) – 1.50 ლარი;
  • არაკონდიციური (შაქრიანობა 17%-დან 21%-მდე ან/და ნაწილობრივ დაზიანებული) – 0.90 ლარი;
  • 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული – 0.30 ლარი.

სხვა ჯიშები:

  • დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) – 1.30 ლარი;
  • შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე – 0.80 ლარი;
  • 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი – 0.30 ლარი. (ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved