• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მევახშეების მეფე, ბიძინე, ჩვენ შენ გაგასახლებთ, არავინ უნდა დავემორჩილოთ ამ მთავრობას” – კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
00:21 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,110

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მარინა ხატიაშვილის გამოსახლების მცდელობას აღსრულების სამსახურის მიერ აპროტესტებს კარგა ხანია, დღეს, გამოსახლებისას, დააკავეს. 

გათავისუფლების შემდეგ, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც შეუძლოდ შეიქმნა, კლინიკიდან ერთვება ტვ პირველს და ამბობს:

დღეს აშკარა გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ქვეყნის პირველი მევახშე, მევახშეების მეფე, მთავარი მევახშე, გამოუცხადა სამოქალაქო ომი საკუთარ მოსახლეობას. ხდება საქართველოს ძირძველი მოქალაქეების გასახლება სახლებიდან განურჩევლად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა, და შემდგომში ფინანსური მაქინაციებით გასხვისება უცხო ქვეყნის ოკუპანტ მოქალაქეებზე და არა მხოლოდ მათზე, კორპორატიულ წრეებზე. 

მე 2012 წელსვე მივწერე ბიძინეს წერილი, სადაც ვეუბნებოდი, როდესაც შენ გამოდიხარ და ლაქლაქებ ბევრს ამ ნეოლიბერალიზმის მხარდაჭერის შესახებ, ეს არის ხალხის მტრობა, ერთხელ მქონდა საუბარი სულ მაგ პატარა კაცთან და მაშინვე ვუთხარი, ბიძინე, უარი თქვი შენი ქონების დაცვის პრინციპზე, იყავი დემოკრატი, გადადი ხალხის მხარეს, ნამდვილი დემოკრატია არის ხალხის მხარეს დგომა. ნეოლიბერალიზმი არის 1–2 კაცის ბატონობა და დანარჩენების პოლიციური სახელმწიფო 1–2 კაცის ქონების დასაცავად და დანარჩენების გასაჟლეტად, აი, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა, ჩვენ შენ გაგასახლებთ ამ ქვეყნიდან, ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკური მოძრაობა, ჩვენ ვართ საქართველოს ხალხი და ჩვენ შენ ამ ქვეყნიდან გაგასახლებთ, გპირდებით. 

საპატრულო პოლიციას თითქოს აგინებდა ვიღაცეებიო, ჩაწერილია ყველაფერი, ხალხი კი არ აგინებდა, ისინი, პირდაპირ გადავიდნენ შეტევაზე, ბარბაროსულად, ფაშისტურად დაუწყეს საკუთარ შვილებს, საკუთარ ახალგაზრდებს ჟლეტვა, იმისათის, რომ ისინი იცავდნენ 2 წლის ბავშვის საცხოვრისს.

არავინ უნდა დავემორჩილოთ ამ მთავრობას, პარლამენტმა ხვალვე უნდა მიიღოს კანონი, რომ გამოსახლებები შეწყდეს, საერთოდ უნდა შეწყდეს გამოსახლებები. ამას ითხოვს ქართველი ხალხი, მშრომელი ადამიანები, ხელოვანები, პოეტები, მწერლები, მუშები, გლეხები, ხელოსნები, ექიმები – ადამიანები არან საშინელ დღეში. ბიძინა, შენ მართლა ხარ მახრჩობელა გველი, შენ ყველა ჩვენთაგანს ახრჩობ დღეს და ჩვენ ვართ ხალხი და ჩვენ შენ აგკუწავთ, თუ გონს არ მოხვალ და დროზე არ გადასახლდები და გასახლდები ამ ქვეყნიდან, ეს ქვეყანა შენი არ არის, ეს ქვეყანა არის ქართველი ერის ქვეყანა. 

ირაკლი კაკაბაძე დააკავეს – “ახალგაზრდობა ვერ იტანს შენნაირ მევახშეებს, ვაჭარო ბიძინა!”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved