• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კაკაბაძე დააკავეს – “ახალგაზრდობა ვერ იტანს შენნაირ მევახშეებს, ვაჭარო ბიძინა!”

ალია ავტორი - ალია
13:06 01-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,100

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მარინა ხატიაშვილის გამოსახლებას აპროტესტებს კარგა ხანია, პოლიტიკოსი ანა დოლიძის ინფორმაციით, დღეს დააკავეს. გამოსახლების პროცესი თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში დღეს დაიწყო და ადგილიდან კადრებს ანა დოლიძე ავრცელებს. დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. 

2023 წლის დეკემბერში, ირაკლი კაკაბაძე, გამოსახლებებზე საუბრისას, მედიასთან ამბობდა:

ვიწყებთ კამპანიას, გააბრაზე ბიძინა, გადარიე ბიძინა, გააბრაზე პოლიტვაჭარი და მოაწყვე ტაფაზეც და ტაფის გარეთაც გადატრიალება ხელოვნების საშუალებით.

გპირდები, ბიძინა, ჩვენ მოგიწყობთ ამ გადატრიალებას ხელოვნების საშუალებით, თეაც (წულუკიანი) და სხვებიც, თუ მის რობოტებად დარჩებიან, გადაყვებიან ისინიც. 

დიახაც, ხელოვნებით გადატრიალებას მოგიწყობთ. ახალგაზრდები არიან ძალიან მაგრები, მაგარი ახალგაზრდობა მოდის, რომელიც ვერ იტანს შენნაირ ბურჟუებს, მევახშეებს, ბიძინა.

მარინა ხატიაშვილის სახლს არათუ დავიცავთ… სირცხვილია, თეა, რომ მარინა ხატიაშვილის სახლს არ იცავ და ხმას არ იღებ ლაჩრულად. როცა 2011 წელში იდექი და ვაი, ვაი, უგულავამ გამოგასახლა, უგულავა თუ ბურჟუაა, შენც ბურჟუა ხარ, მარინა ხატიაშვილის საქმეზე, უგულავაზე არანაკლებ დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ შენი აღმასრულებლები მოდიან ხერხით და ბავშვი კინაღამ გადახერხეს ქონების გულისთვის. ეს არის თქვენი მუღამი – თქვენი პრინციპები არის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხერხით, რომლითაც ბავშვებს ხერხავს…

ჩემო ბიძინა, მაგრად მიქარე, ამოგატრიალებთ, ტყუილად გაქვს იმედი… უკვდავება მხოლოდ სულიერია და სულიერი უკვდავება ხელოვნებაშია, უნდა იცოდე ეს. რა მოგიღებს იცი ბოლოს? – ხელოვნების ბახტრიონი, შენ რეჟიმს, თორემ, ფიზიკურად შენი მოკვლა არავის უნდა, არავის უნდა იარაღიანი აჯანყების მოწყობა.

შენ გინდა უნიჭობა ამ ქვეყანაში, რობოტები, მსახურები, მონები, ქართელი ერი არასოდეს ყოფილა და არასდროს იქნება მონა და მსახური, ამოტრიალდები, გადატრიალდები და დაენარცხები, ილოცე, მოემზადე, შენით რომ წახვიდე ამ ქვეყნიდან, ჯობია. 

დიდი ხანია ეს კამპანია იგეგმება, უკვე ამოვიდა ხელში ვაჭრუკანების, მევახშების რესპუბლიკა, 350 000 ოჯახია ან გასახლებული, ან გასახლების პირას.

ბევრი ხელოვანია საქართველოში, საქართველო სავსეა გენიოსებით, არავის დავასახელებ კონკრეტულად, წინასწარ ვეუბნები პოლიციასაც – მოემზადეთ. 

ეს თქვენი ვაჭარი ბიძინა ტყლაპივით ამოტრიალდება და დაენარცხება, ხელოვნების ყიდვა შეუძლებელია, ბიძინა, რაც არ უნდა ფული მისცე, ვერ იყიდი, თუ არ გინდა ვაჭრუკანად შეხვიდე ისტორიაში, დაანებე თავი ქართველ ხალხს, ქართველ ხელოვანებს და წადი, ბიძიკო, შენ! არავის არ უნდა ომი აქ, ჩვენ გვინდა შემოქმედება. 

 

(ვიდეო) – “კლავთ ადამიანს?”; “სასწრაფო გამოუშვით” – გამოსახლება თბილისში

თეგები: გამოსახლებაირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved