ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ ეკლესიიდან განკვეთილი პირები მას სავარაუდო ფარული ჩანაწერებით ემუქრებოდნენ. მიტროპოლიტი სტეფანე, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლის აუთენტიკურობაც დადასტურებული არ არის აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული იყო ეკლესიის, პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ.
„არცერთ შემთხვევაში, ეს არ არის გაჟონვა. რაღაც სახით ხომ უნდ ამოეწოდებინათ ეს სიბინძურე და გამიზნულად, ვინც ეს დაგეგმა, წინასწარად იცოდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ. მე ვიცი, რომ უკვე მარტში, ჩვენთან, ვიღაც ამბოხებული სასულიერო პირები, რომლებიც ახლა განკვეთილები არიან, ატრიალებდნენ ამ რაღაცებს და მერე, იმუქრებოდნენ. როცა ბოლოს, ჩემზე მოხდა თავდასხმა, მათ წამოცდათ, ნახეთ, ჯერ კიდევ რაები იქნება“, – ამბობს მეუფე სტეფანე.
კომენტარები