• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე სპირიდონი ატირებული ბავშვების ვიდეოს ავრცელებს – “თავი შეიკავეთ ამ ჩანაწერების გავრცელებისგან”

ალია ავტორი - ალია
19:25 06-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი ვიდეოზე იღებს და ავრცელებს. სპირიდონის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ატირებული ბავშვის, ასევე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მათგანი როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.

კადრში ჩანს, რომ მეუფე სპირიდონი ტელეფონით უკავშირდება ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და ეკითხება, სურს თუ არა, რომ მისი შვილი სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანონ. ოთახში, სადაც ეს საუბარი მიმდინარეობს, შემოჰყავთ ბავშვი, რომელიც ტირის. სასულიერო პირი მას ეკითხება, სურს თუ არა დედის გარდა სადმე წასვლა და საუბრის გადაღებას ითხოვს, პარალელურად კი, სავარაუდოდ, მშობელს ესაუბრება.

“მოდი შვილო აქ, მოდი, ნუ გეშინია… გადაუღეთ მაგას, გადაუღეთ. გინდა შენ წასვლა? სხვაგან გინდა წასვლა დედის გარდა? დაელაპარაკეთ თქვენს შვილს, ტირის. ესენი აიძულებენ, გინდა თუ არა სხვა ადგილას გადაგიყვანთო”, — ამბობს სპირიდონი.

მშობელი სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ არ სურს მისი შვილი პანსიონიდან გაიყვანონ, რის შემდეგაც მეუფე სპირიდონი სოცმუშაკებს მიმართავს და ეუბნება, რომ ისინი დანაშაულს სჩადიან.

მეორე ვიდეოში ერთდროულად რამდენიმე ბავშვი ჩანს, ამასთან, ეპისკოპოსი მათ სახელებს საჯაროდ ამბობს. ამჯერად სპირიდონი, სავარაუდოდ, ბებიას ესაუბრება და იმასაც ეკითხება:

“ე.ი., თქვენ არა ხართ თანახმა და წინააღმდეგი ხართ რომ ეს ბავშვები სოცმუშაკებმა წაიყვანონ. კარგით, დიდი მადლობა. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს სოცმუშაკები ისე იქცევიან, გეგონება შვილებს აყაჩაღებენ მშობლებისგან და ნამდვილად ესეა”.

ამის შემდეგ ის იცინის. ბებიის თანხმობის მერე კი ამბობს: “დიდი მადლობა, ე.ი., ჩვენ არ გავატანთ, იცოცხლეთ, ღმერთმა დაგლოცოთ”.

სპირიდონი მოზარდებს ეუბნება, რომ მშობლები პანსიონიდან მათ გაყვანას ეწინააღმდეგებიან: “დედა ამბობს, რომ თქვენ უნდა იყოთ აქ”. ასევე, ბავშვების ნაწილს ასმენინებს მშობლებთან საუბარს და ეკითხება უკვე წასული 6 ბავშვის შესახებ.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ ვიდეოში ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ნების კონტროლი ჩანს. იგი აკრიტიკებს სოციალური მუშაკების ქცევას და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვიდეოს დაბლოკვა უნდა მოითხოვოს.

აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორი უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებით, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დაღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას.

სახელმწიფო ინსპექტორი:

“ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან”

თეგები: მეუფე სპირიდონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved