“მეუფე შიომ დაიწყო უკვე პატრიარქობა საქართველოს ეკლესიაში” – ამის შესახებ მამა ილია თოლორაიამ განაცხადა და საპატრიარქოს მიერ არქიმანდრიტი დოროთესთვის (ყურაშვილის) მღვდელმსახურების შეჩერებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ მეუფე შიო ბრალმდებელია, მათ თავიანთი თავის დაცვის უფლება უნდა ჰქონდეთ.
მეუფე შიომ დაიწყო უკვე პატრიარქობა საქართველოს ეკლესიაში და თვითონ როგორც უნდა ისე წყვეტს და ისე აკეთებს და ვისაც უნდა მღვდელმსახურებას შეუჩერებს, პატრიარქის ნაკურთხ მღვდლებს ესე არ არის. ამიტომ, მეუფე შიო რომ ამბობს პატრიარქთან თავისას ჩვენც უნდა ვთქვათ. თვითონ თუ არის ჩემი ბრალმდებელი, მე ჩემი თავის დაცვის უფლება უნდა მქონდეს და რჯულის კანონი ჩვენც ვიცით, წაგვიკითხავს, რომ რჯულის კანონში წერია – როცა მე ვარ დასჯილი და მე ვარ ბრალდებული, მე უნდა მომეცეს სიტყვის თქმის უფლება,” – ამბობს მამა ილია თოლორაია.














კომენტარები