• რეკლამა
  • კონტაქტი
12:48, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი – ჩვენ უკრაინელებს გარკვეულწილად ვალს ვუბრუნებთ, მახსოვს, აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ, იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც

ალია ავტორი - ალია
15:48 04-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

სინამდვილეში, ომს იგებს მხოლოდ ეშმაკი, რადგან ლტოლვილებს, დანგრეულ ოჯახებს, დაღუპულ ადამიანებს რაღა გააცოცხლებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მინდა, ყველას ვუთხრა, ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ პირდაპირ გვეხება ეს ომი. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ ომში ვმონაწილეობდით. უკრაინის ხალხის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მასშტაბებით ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდია, თავისი ლტოლვილების რიცხვით, ჩვენ ვლაპარაკობდით 300 000 ლტოლვილზე აფხაზეთიდან და უკრაინაში 11 მილიონს გადააჭარბა ამ რიცხვმა, დიდი ტრაგედიაა. მინდა, გითხრათ, რომ ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია დედამიწაზე. თუ ჩვენ ომზე ვლაპარაკობთ, ომი დედამიწაზე სხვა ადგილებშიც მიმდინარეობს, ომი ტრაგედიაა ზოგადად. რაც შეეხება ქართველი გმირების დაღუპვას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულწილად უკრაინელებს ვალს ვუბრუნებთ ამით, რადგან პირადად მე მახსოვს აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ, ჩემი თვალით ვნახე და გავიცანი ის მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც. ჩვენთვის ერთი ადამიანის სიკვდილიც კი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ომია და სიტყვა ომი ნიშნავს საშინელებას, ნიშნავს ტრაგედიას და უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, თუმცა სამშობლოს იცავს ეს ხალხი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისივე თქმით, ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ომი ძალიან მალე დამთავრდება, როგორც ახლა ვართ გაუგებრობაში. სამწუხაროდ, მერეც ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან ძნელი იქნება. სინამდვილეში, ომს იგებს მხოლოდ ეშმაკი, რადგან დაღუპულებს, ლტოლვილებს, ამ დანგრეულ ოჯახებს, ამ დაღუპულ ადამიანებს რაღა გააცოცხლებს. ჩვენ უნდა ვილოცოთ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved