• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე იაკობი: თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, რადგან ეკლესიაში შერიგება ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით

ალია ავტორი - ალია
18:01 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა განაცხადა. მან შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს შეიძლება ადამიანმა ერთი მხარე აირჩიოს – ეს არის საქართველო. მიტროპოლიტის თქმით, შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება.

„ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. განა არ შეგვიძლია მართლისა და მტყუანის გარჩევა?! დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ – ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან, რადგან იგი ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებსა და აქ მცხოვრებ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და მას ვერვინ ვერ შეგვიცვლის.

ცოტა ხნის წინ, ვისაუბრე შერიგებაზე. ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე. ვიცი, სადაა ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება-ხოლმე დრო, ზოგჯერ, თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. შეიძლება, ასეთ სიტუაციაში ვიყოთ, დღეს მთავარია ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა.

თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ, რადგან ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. დღეს არ ვუფრთხილდებით. ვიღაცებს უნდა, თავზე რაღაც მოახვიოს, ასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ: მე ვიქნები, სხვა, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები იქნებიან უნდა ვაღაროთ, ის შეცდომები თუ დანაშაულები, რაც ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული ალბათ, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა. შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ.

იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, შევიკრიბოთ ეკლესიაში, ჩვენ ძალიან ბევრისთვის მძიმე სათქმელი გვაქვს, იმათაც თუ რამეა აქვთ სათქმელი, გვითხრან. სჯობია, ეკლესიაში მოხდეს, ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და რაც მთავარია, ყველაში უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს. სინოდის უდიდესი ნაწილი პატრიარქიდან დაწყებული, თუნდაც, იცით, მე როგორი ვარ-ხოლმე გამონათქვამებში, რამდენი ხანია ჩუმად ვარ, რადგან არ მინდა ისე გავაკეთო, რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. დღეს თუ მხარეს დადექი ეპისკოპოსი, ან მთავრობის, ან ვიღაცების მხარეს, ასე არ გამოვა, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, რა სისულელეა, დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი.

წელიწადზე მეტია, ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის?! სარანჩებივით დავჭამოთ ერთმანეთი. ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას. პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია (პანდემიას გულისხმობს) მსხვერპლი გვექნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ომში ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ. სამწუხაროდ, ვერავინ დამარწმუნებს, ასეთ ომები ხელოვნური არ არის. თან ვიცი რასაც ვამბობ, იმას ვლაპარაკობ.

როგორღაც უნდა დავაღწიოთ თავი, როგორღაც ქართველებმა უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. შერიგების მერე საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს, ისეთი, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს, რომ ნაწყენი იყოს, თორემ, შეიძლება, ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მრწამსის, ეროვნების არ უნდა ვიყოთ, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ“, – განაცხადა მეუფფე იაკობმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved