• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე გრიგოლი – ვიდრე ეს უბედურება ტრიალებს სამყაროს თავზე და ექიმები გვირჩევენ, მოფრთხილებას, დისტანცირებას, მანამდე საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ მსახურებას

ალია ავტორი - ალია
11:56 04-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ყველაზე მძიმე და მტკივნეული ჩვენთვის არის, როდესაც ხალხთან ერთად არ ვართ ამ წუთებში, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ხალხის გამო კეთდება და ღმერთმა დალოცოს მათი ჯანმრთელობა. დაე, მიიღონ ეს როგორც მორჩილება, როგორც დალოცვა ჩვენი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე მიმდინარეობს.

ღვთისმსახურებას მეუფე გრიგოლი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად აღავლენს და მას სტიქაროსნები და მგალობლები ესწრებიან. მეუფის გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა ტაძრაში თორმეტ საათზე ზარები დაირეკა.

,,რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე და მტკივნეული ჩვენთვის არის, როდესაც ხალხთან ერთად არ ვართ ამ წუთებში, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ხალხის გამო კეთდება და ღმერთმა დალოცოს მათი ჯანმრთელობა. დაე, მიიღონ ეს როგორც მორჩილება, როგორც დალოცვა ჩვენი და მადლი ღვთისა ყველაზე გარდამოვა და მადლისათვის მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს, მთავარია, რომ ადამიანის გული იყოს გახსნილი მისთვის. იყო თხოვნა, რომ შეწუხებული ადამიანები ამბობდნენ, ნუთუ ფოთში ღამით წირვა არ ჩატარდება, თქვენ იცით, რომ მონასტრებში ღამისთევით ტარდება, სამრევლო ტაძრებში ყველგან დილის შვიდ საათზე დაიწყება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფის თქმით, მოხარულია, რომ მრევლმა კუთხევა შეისმინა და დაემორჩილა.

„მოხარული ვარ, მრევლი იმათ ჰქვია, იმ ადამიანებს, ვის გულშიც მართლა ანთია განსაკუთრებული რწმენის კანდელი და რომელიც მზად არის, რომ კურთხევა მიიღოს და დაემორჩილოს. ისევე როგორც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავემორჩიოთ ექიმებს. მე მოხარული ვარ, მადლიერი ვარ, ჩვენ 24 წელია ამ ეპარქიაში ვართ და ვცდილობთ გზა და გზა დავმოძღვროთ და ვასწავლოთ და მათგანაც ვისწავლოთ ძალიან ბევრი რამე, ეს ძალიან მნიშვნელოვანაია. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, პატივს მივაგებთ ერთურთს და იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად დავძლევთ ამ განსაცდელს, რომელიც დღეს მსოფლიოში მძვინვარებს და მითუმეტეს, დღეს ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ეს მძაფრად და არც იყოს. ნურავინ დამშვიდდება იმით, რომ თუ უკეთესად იქნება საქმე, რომ აი, ჩვენ რომ მოვსულიყავით, მაინც რა კარგი იქნებოდა, არა! აი, ყველაფერი კარგად იქნება და ყველა კურთხევის ქვეშ იქნება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, ვიდრე ექიმები გვირჩევენ, მოფრთხილებას, დისტანცირებას ერთმანეთისაგან, მანამდე საგანგებო რეჟიმში აღესრულება მსახურება და მრევლი ტაძრის გარეთ იქნება.

„საერთოდ, ვიდრე ეს უბედურება ტრიალებს სამყაროს თავზე და ვიდრე ჩვენი ექიმები გვირჩევენ, მოფრთხილებას, დისტანცირებას ერთმანეთისაგან, მანამდე ჩვენ საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ ხოლმე მსახურებას და ტაძრის გარეთ იქნება მრევლი, ვინც მომსვლელი იქნება რა თქმა უნდა. ვინც ვერ მოვა, იმათ ჩვენ შევეწევით სულიერად, ჩვენ ცალ-ცალკე არ ვილოცებთ, ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved