• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეცნიერები, საგანმანათლებლო წრეები, ფონდები – ვისი კონტროლი დაიწყო სუსმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ანტიდასავლური განწყობის შემქმნელი აგენტები გამოავლინა?

ალია ავტორი - ალია
14:40 06-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

პარლამენტში მისული სუსის უფროსის მოადგილე ამტკიცებს, რომ ქვეყნაში ხელისუფლების დასამხობად რევოლუცია და ამბოხება იგეგმებოდა. გაერთიანებული კომიტეტი საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სუსი ამტკიცებს, რომ ანტიდასავლური განწყობები ხელოვნურად ღვივდება ქვეყანაში. სავარაუდოდ, რევოლუციასაც ისინი გეგმავდნენ? ვინ არიან ანტიდასავლული განწყობების შემქმნელი აგენტები? პრორუსები? – სუსის განცხადებიდან გამომდინარე, რთულია ამ კითხვებს უპასუხო, რადგან ბატიაშვილის ტექსტიც ისეთივე ბუნდოვანია, როგორც სუსის სხვა განცხადებები. იგი საუბრობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეებზეც და ამბობს, რომ კონტროლზე აიყვანა ადამიანები, ვინც მათ ჩართვას ცდილობს პოლიტიკაში, თუმცა, არ ამბობს, მაინც რამდენ ადამიანს უთვალთვალებს ამ მომენტისათვის.

ალექსი ბატიაშვილი:

2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობებს. საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. უსაფრთხოების გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში წარმოებული ღონისძიებები, ხოლო ფარული ოპერაციებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში, ისე საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, სხვადასხვა სახის ჯგუფების, საგანმანათლებო დაწესებულებების და ფონდების სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობები.
აღნიშნული პროექტების საშუალებით უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის და იდეოლოგიის პროპაგანდას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას. ასევე დაფიქსირდა მათ მიერ კონტროლირებადი ჯგუფების კონსოლიდაციისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობები.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები. დადგინდა მათი ინტერესები, მიზნები და ამოცანები. მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით კანონიერების შესაბამისად გატარდა კომპლექსური ღონისძიებები.

2023 წელს განსაკუთრებულად გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში იღებდა ყველა შესაძლო ზომას, რათა მოეხდინა პრევენცია და აღეკვეთა სხვადასხვა დესტრუქციული ელემენტების მიერ ე.წ. რბილი ძალის ფარული ოპერაციების და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერსების დასაზიანებლად წარმოებული ღონისძიებები.
2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეფერხება, სტრატეგიულ პარტნიორებთან მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს, როგორც დემოკრატიული დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ასევე სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ სივრცის გამოყენებით მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved