• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა – რა იცვლება

ალია ავტორი - ალია
14:00 06-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას” – 74 მომხრე, 0 წინააღმდეგი. ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გივი მიქანაძის თქმით, ცვლილებები ეხება მეცნიერებათა აკადემიაში შუალედური რგოლის, წევრ-კორესპონდენტების არჩევის წესს, რომელიც 2009 წლიდან გაუქმებულია. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2009 წლის 1 მაისიდან  შეწყდა აკადემიის წევრკორესპონდენტთა არჩევა, რამაც “მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია”.

“2009 წელს აკადემიის წევრთა  საერთო (აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა) რაოდენობა იყო 127, ხოლო დღესდღეობით მათი შემადგენლობა 78 წევრით განისაზღვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის მიხედვით, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები, არსებული გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია აკადემიამ შესაბამის დარგებში დროულად აირჩიოს ავტორიტეტული მეცნიერები.

“მსოფლიოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აკადემიის წევრთა რიცხოვნობის ზრდა, რის გამოც, მიზანშეწონილია “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლის თანახმად, აკადემიას კვლავ მიეცემა წევრ-კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილება”, – წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიატთა საერთო რაოდენობის ზრდა, რომელიც 40-ს შეადგენს, საიდანაც 30 წევრ-კორესპონდენტია, 10 კი სტიპენდიატი.

mtavariarkhi

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved