• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არვიცი უკვე, რისთვის ვიბრძოდით მე, თქვენ და ჩვენნაირები?” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:15 05-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,249

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,ქსელური მარკეტების ჯაჭვური განცხადებები ჩემთვის მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ არავინ არაფრის შეცვლას არ აპირებს, ხელისუფლებამ დადგა მორიგი მასკარადი, ძალიან უნიჭო და იაფფასიანი. ქსელები კვლავინდებურად გააგრძელებენ ხალხის ყვლეფას და ადგილობრივი წარმოების მიზნმიმართულ განადგურებას. არც ე.წ. ქეშბექის კორუფციული პრაქტიკა გაუქმდება და ასეთ პირობებში არც ქართულ პროდუქციას გაეხსნება ქსელური მარკეტების კარი. სამაგიეროდ, კიდევ უფრო გამდიდრდებიან “ორი ნაბიჯის”, “ნიკორას” და სხვა ქსელების მფლობელები.

ყველაზე მსხვილი ქსელური მარკეტები კვლავ ერთმანეთთან შეთანხმებით დააწესებენ,- ვინ უნდა შეუშვან ქსელში და ვინ-არა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი სისტემა, რომელიც ფასების კომისიის „მუშაობამ“ კი არ გააკეთილშობილა, არამედ უცვლელად დატოვა, ესაა ერთგვარი რვაფეხა, სადაც ქართულ მურაბას ყველა ერთხმად დაბლოკავს. იმპორტირებულს, ძვირს და ხშირად უხარისხოს კი, უპირატესობას მიანიჭებენ. ყველა ყველასთან გარიგებული და შეკრულია, სცადეთ, აბა, შედით რომელიმე მსხვილ ქსელში? ვერ შეხვალთ ან ისეთ პირობებს დაგიწესებენ, არანაირი ქართული პროდუქტის წარმოებაზე აღარასდროს იფიქრებთ. არც უცხოური, მაგრამ ხარისხიანი და დაბალფასიანი პროდუქტის შემოტანაზე აღარ იფიქრებთ. მიზანმიმართულად დაგაზარალებენ, მოგსპობენ.

პირდაპირ ვამბობ: მდიდარი კომპანიები გარიგებულნი არიან და სოლიდურ სახსრებს უხდიან ქსელურ მარკეტებს, რომ მათი კონკურენტი, ნებისმიერი ახალი პროდუქტი დაიბლოკოს და დახლზე არ გაჩნდეს. ესაა მაფიოზული სქემა, რომელიც ძალაში იყო და კვლავ ძალაშია. ქსელური მარკეტები, მსხვილი კომპანიები და დისტრიბუტორები ბაზარზე მხოლოდ საკუთარ პროდუქციას აწინაურებენ და მფარველობენ. ოლიგოპოლია ჭამს ადგილობრივ წარმოებას. ქსელურ მარკეტებს ის არ აკმაყოფილებთ, რომ საზოგადოებრივ სიკეთეს- ქსელური მარკეტის ბიზნესს ფლობენ და თავადაც პარალელურად მწარმოებლები გახდნენ: ყველს, მაწონს, ღვინოს, ზეთს, ენერგეტიკულ სასმელს თვითონ უშვებენ ან შემოაქვთ უცხოეთიდან და თავისსავე მაღაზიების დახლზე ათავსებენ. ესენი არიან ნამდვილი ანაკონდები!

ამ გზით, ვიმეორებ: ახალ კონკურენტებს კლავენ და გზიდან იშორებენ. ეს სქემები სინამდვილეში პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და გამოიძიოს.

დააკვირდით: ბაზრიდან განდევნილი, ხარისხიანი ქართული პროდუქციის გაყიდვას მწარმოებლები ინტერნეტით ცდილობენ, წვალობენ და იტანჯებიან, ვინაიდან მსხვილ ქსელში ვერ მოხვდნენ.
ამგვარი სისტემა სპობს მოტივაციას, ამგვარი სისტემა სპობს ჯანსაღ კონკურენციას, ამგვარი სისტემა კლავს ადგილობრივ წარმოებას.
მასკარადების დიდოსტატი ხელისუფლება კი, ამ მანკიერების თანამონაწილეა. ვითომ არსებული სისტემის შეცვლა უნდათ, ვითომ ხალხზე ზრუნავენ და სინამდვილეში სპექტაკლების დადგმით არიან დაკავებულნი.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქვეყანაში 350 000 ადამიანი ცხოვრობსო,- კობახიძემ რომ ბრძანა, ეს ხომ რეალური სურათის მხოლოდ ფრაგმენტია?!… და ეს ხომ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ხალხისთვის სასიკეთოდ არ იმართება?! არგუმეტები არა გაქვთო, მეცინება კობახიძის ამ დაზეპირებულ ფრაზაზე, სამარცხვინოა, რასაც ვისმენთ. არაკომპეტენტურობის მწვერვალია! ნებისმიერ დებატში გავიდოდი ხელისუფლებასთან, ბლოკირებული რომ არ ვიყო, მაგრამ ეს დებატებიც ისეთივე მასკარადია, როგორც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში. არვიცი უკვე, რისთვის ვიბრძოდით მე, თქვენ და ჩვენნაირები? განა ფეოდალურ სახელმწიფოში ცხოვრება იყო ჩვენი ოცნება?!

P.S. მქონდა შეხება ქსელურ მარკეტებთან და ამ დღეებში უფრო მეტს ვიტყვი იმაზე, რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს პროდუქტებზე ფასების შემცირება, თუ ე.წ. ქეშბექის სისტემა საერთოდ გაუქმდება და მაღაზიების მიერ დაწესებული სხვა, შიდა გადასახადები გონივრულ ფარგლებში მოექცევა!!!!!!!“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved