• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეც მიმაჩნდა, რომ პრაიდის მოწყობა ერის დაქცევას უდრის… რაც გუშინ მოხდა ეს არაა ქრისტიანობა, ესაა სიველური” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
15:41 07-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები, მაგრამ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტესტანტების მხრიდან, ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა.

იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნის და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ: გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადიციული ფასეულობებისათვის და ქრისტიანობისათვის, ყველა მიმდინარეობას აქვს ქადაგების და პროპაგანდის სამართლებრივი უფლება, თუ კონკრეტული რამ კანონით აკრძალული არაა.    ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით, ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს. მოწოდებები რომ “ლგბტეები პრაიდით შვილებს გვიპიდარასტებენ” არის უკიდურესად პრიმიტიული გონებაჩლუნგობა, რაც მხოლოდ საკუთარ მორალურ სიმხდალეს და არამდგრადობას ავლენს და შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ და სხვის შვილებს. ვერავინ ვერ “გააპიდარასტებს” ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა, ეს უნდა შეუშვას ტვინში ყველამ და გაანალიზოს. ვერც ძალით აიძულებს ვერავინ შვილს ჰეტეროსექსუალობას, ესეც უნდა გაიაზროთ და გამოხვედით პუტინისტური იდეოლოგიზირებული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების ტვინების რეცხვის გავლენებიდან.

პავლე მოციქულის თანახმად, ქრისტიანობისათვის ჰომოსექსუალობა არის ცოდვა, ისევე როგორც მრუშობა, სიძვა, მემთვრალეობა, მკვლელობა, ქურდობა, ტყუილი და სხვა, მაგრამ პირველი ქვა მან ესროლოს ცოდვილს, ვინც უცოდველიაო, ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, საქართველოში კი სჩანს უცოდველი ფსევდომორალისტი პუტინისტები ბლომად გვყავს, ვინც ქვას, კვერცხს და სხვა ყველაფერს რაც ხელში მოხვდება, ისვრიან. არაა მარტო საკმარისი ხელისუფლების მიერ მოძალადის ადგილზე დაკავება, აუცილებელია ძალადობის მკვებავი იდეოლოგიური და ფინანსური არხების გაუვნებელყოფა და ჩახშობა. სხვანაირად კრემლის გავლენებისგან თავისუფალი, მშვიდობიანი, ზნეობრივი და სამართლებრივი საზოგადოება-სახელმწიფო ვერ გვექნება საქართველოში”. – წერს დეკანოზი ილია. 

თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved