• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეც მეშინია” – ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა აქციებზე ყოფნის გამო თანამშრომელი გაათავისუფლა

ალია ავტორი - ალია
18:08 12-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,895

ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა აქციებზე ყოფნის გამო თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა. ქეთი ფარცხალაძე გალობის უნივერსიტეტის ,,მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის” პოზიციიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ფარცხალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამავე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, ნანა გოთუამ მიიღო, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეა.

უკვე მეორედ აღმოჩნდა ხელისუფლებისადმი ლოიალობა ჩემი სამსახურის დაკარგვის ფაქტორი
ტელეიმედი გახსოვთ, პოლიტიკური თემების გაშუქება ან წასვლა – ასეთი არჩევანი დამიყენეს. ამჯერად, გალობის უნივერსიტეტის ,,მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის” პოზიციიდან გამიშვეს.
აქ მუშაობა სექტემბერში დავიწყე. ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაიწყებამდე, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტს დაეტყო პროფესიონალის ხელი. ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა. მე და ქ-ნმა ნანამ დავსახეთ შემდეგი წლის სტრატეტგიული გეგმაც.
ნოემბრის ბოლოდან დავდიოდი აქციებზე და ჩემს ფბ კედელზე პოზიციას გამოვხატავდი  _ ჟურნალისტებისა და არამარტო მათ ცემაზე, სამართალდამცველების უმოქმედობაზე და ა.შ.  რა თქმა უნდა, ჩემი ეს პოზიცია, არანაირად არ შესულა უნივერსიტეტში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთანვე შევათანხმე ისიც, რომ გარკვეული პერიოდი თავი შეგვეკავებინა უნივერსიტეტის სოცქსელებში პოსტებით აქტიურობისგან, რაზეც დამთანხმდა. ამ პერიოდში, მეგობარმა მირჩია, არ გამომეხატა აზრი საჯაროდ, რადგან ეს ქ-ნ ნანას არ მოსწონდა. არ დავუჯერე, უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნიე თუნდაც ერთით მეტ ადამიანს ეთქვა, რომ ის რაც ხდება, მიუღებელია. ამ პერიოდში ვიგრძენი, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამოკიდებულება ჩემს მიმართ გაცივდა. 25 დეკემბერს კი მივიღე წერილი, რომ იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებენ. მიზეზი რომ ვიკითხე, ბიუჯეტში თანხების დეფიციტიო. გავოგნდი. შეგახსენებთ, ჩვენ სამომავლო გეგმებიც განხილული გვქონდა. გაგეფრთხილებინეთ მაინცთქო და გაგაფრთხილეს ისე, როგორც კანონში წერიაო. ალბათ კანონი არ ითვალისწინებს წინასწარ ცნობას, მაგრამ  ადამიანური ფაქტორი სადაა, ხვალიდან რომ უმუშევარს მტოვებ, მომამზადე მაინც. რა უბედურებაში ვცხოვრობთ?! ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი. პარტიის მიმართ ლოიალობას ასე რატომ უნდა გამოხატავდეს ვინმე, თან მის უკან ხომ ამჯერად უნივერსიტეტის სახელი დგას?!
წარმატებას ვუსურვებ ამ უნივერსიტეტს. არაჩვეულებრივი სტუდენტები და თანამშრომლები ყავს.
ვინც არ იცით, გადაწყვეტილების მიმღები ნანა გოთუა, ამავე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეა.
P.S. გთხოვთ, დამატებითი განმარტებებისთვის ნუ შემეხმიანებით. არავის გაღიზიანების სურვილი არ მაქვს. მეც მეშინია. მთავარი ვთქვი, რადგან ამ რეალობის ჩვენებაც მნიშვნელოვანი მგონია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved