• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში დამატებითი „ტურნიკეტები“ მოეწყობა

ალია ავტორი - ალია
12:23 10-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

მგზავრთა ნაკადების მატებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში ახალი, დამატებითი ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტები – ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პრობლემურია მეტროსადგურები „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“, სადაც ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროპოლიტენს განსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რასაც ვუყურებთ, მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემაა ე.წ. ტურნიკეტები, რომელიც ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვმუშაობთ ასევე, რომ მოხდეს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და განხორციელება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ესაა თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების – ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით,  მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ დღეს გვაქვს შვიდი გასასვლელი, ხოლო ახალი „ტურნიკეტების“ მოწყობის შემთხვევაში, გვექნება ცხრა გასასვლელი, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.

„თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6 300 მგზავრი საათში, ახალი „ტურნიკეტების“ დაყენების შემთხვევაში, შევძლებთ საათში 8 100 მგზავრამდე გავზარდოთ გამტარუნარიანობა. შესაბამისად, პიკის საათებში, ზემოთ დასახელებულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები. ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარება. დაახლოებით, ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, რათა ადამიანებს არ მოუწიოთ გარკვეული დროის განმავლობაში დაყოვნება აღნიშნული მეტროსადგურების ჩასასვლელებში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – დღის განმავლობაში, მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსებისთვის. მისივე განცხადებით, მეტროს შემთხვევაში, განხორციელდა 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში – 532 076 მგზავრობა.

თბილისის მერმა ასევე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც გასულ კვირას მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით განხორციელდა.

„როგორც იცით, „სადგურის მოედანზე“ ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გაგრძელება, განსაკუთრებით, პიკის საათებში, როდესაც ამ სივრცეში ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. პროცესებს მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით და დღეის მდგომარეობით, გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა.  ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ გვირაბში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved