შემთხვევა მეტროსადგურ “დიდუბეში” – ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ წუთებში, მეტროსადგური გაჩერებულია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მიმდინარეობს მამაკაცის ამოყვანის პროცედურები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალია და კონტაქტურია, მას სავარაუდოდ ტრავმა ფეხზე აქვს მიღებული.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარები