• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეტი ზეწოლა მოვახდინოთ, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები”– პეტრა ბაირი ოცნების მთავრობაზე

ალია ავტორი - ალია
21:52 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩასატარებლად უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო.

ავსტრიის პარლამენტის წევრი, პეტრა ბაირი:

„ეკონომისტის დაზვერვის ერთეულის“ დემოკრატიის ინდექსის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი გაუარესებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. 200 დღეზე მეტია, ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა, როგორიცაა შემზღუდავი კანონმდებლობის ცვლილებები, სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება და ზოგჯერ მკაცრი სასჯელები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ცნობილი ფიგურების მიმართ. მხოლოდ მცირე ნიშნებია იმისა, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ, პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს“.

დღემდე ქვეყანაში საპატიმრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის დაკავებაა, დამოუკიდებელი მედია საშუალებების დამფუძნებლისა და დირექტორის საქმე. იგი დააკავეს ბათუმში საპროტესტო სტიკერის გაკვრისა და სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო.

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი, შემოღებაც კი. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 180 ევროს ეკვივალენტიდან 1800 ევრომდე გაიზარდა, რაც უბრალოდ მიზნად ისახავს ადამიანების ყურადღების გადატანას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია.

არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად“

ევროსაბჭოში ამ წუთებში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

დარბაზში, სადაც ადგილისთვის საქართველომ გრძელი გზა გაიარა, ქართული დელეგაციის სავარძლები ახლა ცარიელია. “ოცნებამ” თავად თქვა უარი იქ მუშაობაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved