საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “თავისუფალ სტუდიაში” ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა.
როგორც მარგველაშვილმა გადაცემაში განაცხადა, ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ლეგალური იარაღი უნდა შეიძინოს.
მისივე განცხადებით, საქართველოში რუსული პროპაგანდისტული მოქმედებებიც უნდა აიკრძალოს.
“რაც შეიძლება მეტი იარაღი შევიძინოთ და ყოველგვარი რუსული კოლაბორაციონალისტური პროპაგანდისტული მოქმედება უნდა აიკრძალოს საქართველოში კანონით. აი, როგორც იყო პატრიოტის აქტი, როგორიც იყო აქტი, რომელმაც საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალა აი, ასე დღეს უნდა აიკრძალოს დღეს მე-5 კოლონის მოქმედება საქართველოში, შეიზღუდოს მათი იურიდიული ფუნქციონირება და საქმიანობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები